ჯეჰან-შაჰი
მუზაფარ ად-დინ ჯეჰან-შაჰ-ხანი (აზერ. Müzəffərəddin Cahanşah xan; დ. 1397, ხოი, ირანი — გ. 1467, მუში, ყარა-ყოიუნლუ) — ყარა-ყოიუნლუს სულთანი 1435-1467 წლებში, პოეტი[1]. წერდა ლირიკულ პოემებს აზერბაიჯანულ ენაზე, ფსევდონიმით „ჰაგიგი“[1][2].
ჯეჰან-შაჰი | |
---|---|
აზერ. Müzəffərəddin Cahanşah xan | |
ყარა-ყოიუნლუს სულთანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1435 |
მმართ. დასასრული: | 1467 |
წინამორბედი: | ისქანდერი |
მემკვიდრე: | ჰასან-ალი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1397 |
დაბ. ადგილი: | ხოი, ირანი |
გარდ. თარიღი: | 1467 |
გარდ. ადგილი: | მუში, ყარა-ყოიუნლუ |
შვილები: | ჰასან-ალი, ჰუსეინ-ალი |
სრული სახელი: | მუზაფარ ად-დინ ჯეჰან-შაჰ-ხანი |
მამა: | ყარა-იუსუფი |
რელიგია: | სუნიტური ისლამი |
მმართველობა
რედაქტირება1447 წელს, მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა თემურ-ლენგის შვილი შაჰრუჰი, ჯეჰან-შაჰი დაპყრობილი მიწების ერთპიროვნული მმართველი გახდა. მან ისარგებლა თემურიდების სახელმწიფოში არეულობებით და 1453 წლისთვის დაიპყრო დასავლეთი ირანი, დაამხო თემურიდი მმართველის მირზა-იბრაჰიმის მმართველობა. 1458 წელს კი დაიპყრო თემურიდი სულთნების დედაქალაქი ჰერათი. საზღვარი თავის სახელმწიფოსა და თემურიდებს შორის გაატარა დაშთე-ქევირის უდაბნოზე. თუმცა თემურიდმა მმართველმა მირზა აბუ საიდმა, მას მოსთხოვა დაპყრობილი მიწების დაბრუნება. ამავდროულად ჯეჰან-შაჰმა მიიღო ცნობები აზერბაიჯანში მისი შვილის, ჰასან-ალის, აჯანყების შესახებ. ამ ამბებმა განაპირობა ზავის დადება აბუ-საიდთან, რომლის მიხედვითაც სპარსეთის ერაყზე და ფარსისტანზე უარი განაცხადა. ჯეჰან-შაჰი წავიდა აზერბაიჯანში და ჩაახშო ჰასან-ალის აჯანყება.
ყარა-ყოიუნლუს სახელმწიფო ჯეჰან-შაჰის მმართველობის დროს მუდმივ მტრობაში იმყოფებოდა აყ-ყოიუნლუს სახელმწიფოსთან. დასავლეთის საზღვრებთან ხშირად მიმდინარეობდა სამხედრო დაპირისპირებები. XV საუკუნის 50-იან წლების ბოლოს ყარა-ყოიუნლუმ დაკარგა ტერიტორიის მნიშვნელობანი ნაწილი ქურთისტანში და სომხეთში. აყ-ყოიუნლუს ძალების გაძლიერება უზუნ-ჰასანის მმართველობის პერიოდში, გახდა ამ ორი თურქმნული სახელმწიფოს დაპირისპირების ძირითადი მიზეზი. 1467 წელს მუშის ხეობაში მათ შორის გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა, რომელიც დასრულდა ყარა-ყოიუნლუს ჯარების სრული მარცხით. უკან დახევის დროს ჯეჰან-შაჰი დაატყვევეს და თავი მოჰკვეთეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Рыжов К. В. Все монархи мира. Мусульманский Восток. VII—XV вв. — М. : Вече, 2004. — ISBN 5-94538-301-5.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Iranica. Azeri Literature in Iran. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-04-04. ციტირების თარიღი: 2016-08-15.
- ↑ V. Minorsky. Jihān-Shāh Qara-Qoyunlu and His Poetry (Turkmenica, 9). Bulletin of the School of Oriental and African Studies, University of London. — Published by: Cambridge University Press on behalf of School of Oriental and African Studies, 1954. — V.16, p . 272, 283