თავრიზის ბაზარი
თავრიზის ბაზარი (სპარს. تبریز بازار) — უძველესი ბაზარი ახლო აღმოსავლეთში და უდიდესი გადახურული ბაზარი მთელ მსოფლიოში. მდებარეობს ირანის ქალაქ თავრიზში. 2010 წლის ივლისში ის იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
თავრიზის ბაზარი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ირანი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iii, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | აზია |
კოორდინატები | 38°04′50″ ჩ. გ. 46°17′32″ ა. გ. / 38.08056° ჩ. გ. 46.29222° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2010 (34-ე სესია) |
ნომერი | 1346 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1346 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ქალაქი თავრიზი, ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან, კულტურათა გაცვლის ადგილს წარმოადგენდა, მისი ბაზრის კომპლექსი კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს სავაჭრო არტერიას აბრეშუმის გზაზე. ბაზარი ქალაქის ცენტრიში მდებარეობს და მოიცავს რამდენიმე, შედარებით პატარა „ქვე-ბაზარს“. ქალაქმა განვითარების და აყვავების პიკს XIII საუკუნეში მიაღწია, როდესაც ის სეფიანთა იმპერიის დედაქალაქი გახდა. დედაქალაქის სტატუსი მან XVI საუკუნეში დაკარგა, მაგრამ მისი ბაზარი კვლავ მნიშვნელოვანი სავაჭრო და ეკონომიკური ცენტრი რჩებოდა. დღესაც კი, ეს ბაზარი თავრიზის და მთელი ჩრდილო-დასაველთი ირანის ეკონომიკური გულია.
ბაზარი რამდენიმე რელიგიური ცერემონიისთვისაც გამოიყენება. ერთ-ერთი მათგანია აშურას დღე, როდესაც 10 დღის განმავლობაში, მოვაჭრეები წყვეტენ ვაჭრობას და ბაზრის ტერიტორიაზე რელიგიური ცერემონიები იმართება.
ისევე როგორც ახლო აღმოსავლეთის სხვა ბაზრების შემთხვევაში, აქაც, მიმდებარე ტერიტორიაზე აშენებულია რამდენიმე მეჩეთი, მათ შორის აღსანიშნავია ჯამეჰის მეჩეთი.