ბეჰისთუნის წარწერა

(გადამისამართდა გვერდიდან ბეჰისტუნის კლდის წარწერა)

ბეჰისთუნის წარწერა (სპარს. بیستو – ბეჰისთუნი ღმერთების ადგილი) — მრავალენოვანი წარწერა, რომელიც მდებარეობს ირანის ქირმანშაჰის პროვინციაში, ბეჰისთუნის მთაზე, ქალაქ ქირმანშაჰის სიახლოვეს.

ბეჰისტუნის წარწერა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ირანის დროშა ირანი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii
სია [1]
რეგიონი** აზია
კოორდინატები 34°23′18″ ჩ. გ. 47°26′12″ ა. გ. / 34.38833° ჩ. გ. 47.43667° ა. გ. / 34.38833; 47.43667
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2006  (30-ე სესია)
ნომერი 1222
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1222
ინგლ.რუს.ფრ.

წარწერა სპარსეთის იმპერიის მმართველის, დარიოს I-ის ზეობის პერიოდით თარიღდება (ძვ. წ. 522-486 წწ.) და ეხება მის ბიოგრაფიას, მოდგმასა და წარმომავლობას. წარწერის ავტორად თავად დარიოსი მიიჩნევა. ერთ-ერთ წარწერაში დარიოსი თანამიმდევრულად აღწერს კიროს II დიდისა და კამბისე II-ის სიკვდილს და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, რომლებთანაც დარიოსმა ერთ წელში ცხრა ბრძოლა გამართა მათი ხელმძღვანელობით იმპერიაში მიმდინარე აჯანყებების ჩასახშობად.

წარწერა ერთი და იმავე ტექსტის სამ ვერსიას მოიცავს, რომლებიც დაწერილია ძველ სპარსულად, ელამურ ენასა და ბაბილონურად.

2006 წელს წარწერა იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

ბეჰისთუნის წარწერის პირველი ნაწილი

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება