ჯუჩი
ჯუჩი ( დ. 1181 — გ.1227) — მონღოლთა სარდალი, ხანი, ჩინგიზ-ყაენისა და ბორტეს უფროსი ვაჟი.
ჯუჩი-ხანი | |
---|---|
Зүчи Хаан | |
ჯუჩის ულუსის ხანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1224 |
მმართ. დასასრული: | 1227 |
წინამორბედი: | სახანო დაარსდა |
მემკვიდრე: | ბათუ-ყაენი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1181 |
გარდ. თარიღი: | 1227 |
მეუღლე: |
სარქან ხათუნი ბექუთემიშ ხათუნი სულთან ხათუნი |
შვილები: |
ორდა-ყაენი ბათუ-ყაენი ბერქა-ყაენი შიბანი |
დინასტია: | ჩინგიზიდები |
მამა: | ჩინგიზ-ყაენი |
დედა: | ბორტე |
ჯუჩი მონაწილეობდა ციმბირის (1207-1209), ჩინეთის (1211-1215), შუა აზიის ქვეყნებისა (1219-1221) და დაშთე-ყივჩაყის დაპყრობაში. მან განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ხვარაზმის იმპერიის განადგურებაში. 1220 წელს მონღოლებმა პირადად მისი სარდლობით წარმატებული ლაშქრობა განახორციელეს ხვარაზმზე, გარკვეული წარმატებების შედეგად, დაიპყრეს და გაანადგურეს მოწინააღმდეგეთა დედაქალაქი — ურგენჩი. არსებობს ვარაუდი, რომ ხვარაზმზე ლაშქრობის დროს ჯუჩის უთანხმოება მოუვიდა თავის ძმასთან, ჩაღათასთან. მათ შორის დაპირისპირება გამოიწვია სწორედ ურგენჩის ხელში ჩაგდების საკითხმა.[1]
1224 წელს, ჩინგიზ-ყაენის მიერ დაპყრობილი მიწების განაწილებისას საუფლისწულოდ ერგო მამული ირტიშიდან ურალამდე და შემდეგ დასავლეთისაკენ. ის ენერგიულად მართავდა თავის ულუსს, ისწრაფვოდა ტერიტორიების გაფართოებისაკენ, თუმცა მამამისის დაუკითხავად იღებდა გადაწყვეტილებებს, რის გამოც დაიმსახურა ჩინგიზ-ყაენის რისხვა. [2]
ჯუჩი გარდაიცვალა 1227 წელს, გაურკვეველ ვითარებაში. იმავე წელს გარდაიცვალა მამამისიც, რომლის შემდეგადაც დიდი ყაენის ტიტული მიიღო ჯუჩის უმცროსმა ძმამ, უგედეიმ.
1240-იან წლებში ჯუჩის ვაჟებმა, ბათუმ და ორდამ რუსეთის ტერიტორიაზე დააფუძნეს მონღოლური, მილიტარისტული სახელმწიფო — ოქროს ურდო. ჯუჩის შთამომავლებმა დროთა განმავლობაში დააარსეს მრავალი სახელმწიფო, რომელთა შორის გამოსარჩევია თეთრი ურდო, დიდი ურდო, ნოღაის ურდო, შაიბანიდების სახელმწიფო, ყირიმის, ყაზანის, ასტრახანისა და ქასიმის სახანოები.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 581.