თეთრი ურდო, აქ-ორდა (რუსულ წყაროებში — ლურჯი ურდო), თურქულ-მონღოლურ ტომთა გაერთიანება XIII საუკუნეში, რომელიც შეადგენდა ჯუჩის ულუსის ჯარის მარცხენა ფრთას. XIV საუკუნეში ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. პირველი ხანი სასი-ბუკა (1291-1310) ოქროს ურდოს ვასალად ითვლებოდა, დედაქალაქო იყო სიღნაკი. XIV საუკუნის მიწურულში თეთრი ურდო დაიპყრო თემურლენგმა, რომლის სახელმწიფოს დასუსტების შემდეგ თეთრი ურდოს ტერიტორიაზე შეიქმნა დიდი ურდო, ნოღაის ურდო, უზბეკეთის, ყაზანისა და სხვა სახანოები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქსე, ტ. 4, გვ. 639, თბ., 1979