უზბეკეთის სახანო (უზბეკურად: Oʻzbek xonligi or Oʻzbek ulusi / Ўзбек хонлиги or Ўзбек Улуси), ცნობილი, როგორც აბულხაირის სახანო,[1] იყო ბუხარას სახანოს წინმსწრები შაიბანიდების სახელმწიფო. არსებობის იმ რამდენიმე წლის განმავლობაში, უზბეკეთის სახანო წარმოადგენდა გამორჩეულ სახელმწიფოს ცენტრალურ აზიაში და მოიცავდა თანამედროვე უზბეკეთის უმეტეს ტერიტორიას, კერძოდ, ყაზახეთის, თურქმენეთის და სამხრეთ რუსეთის ნაწილებს. ამავდროულად, ის იყო აბულხაირიდების, ანუ შაიბანიდების შტოს პირველი სახელმწიფო.

უზბეკეთის სახანო
(აბულხაირიდები)
უზბეკეთის სახანო 1448 წელს
თარგი:ქვეყნის მონაცემები (აბულხაირიდები) მდებარეობა
უზბეკეთის სახანო 1448 წელს
დედაქალაქიჩიმგი-ტურა (1428–1446 წწ.)

სიღნაყი (1446–1469 წწ.) იასი (1469–1471 წწ.)

ოფიციალური ენა ყარლუკური ენები
რელიგია ისლამი (სუნიზმი)

ნაყშბანდი

სუფიზმი
მთავრობა მემკვიდრეობითი მონარქია

• აბულხაირ ხანი (1428–1468 წწ.)

• შეიხ ჰაიდარი (1468–1471 წწ.)

ეტიმოლოგია რედაქტირება

აბულხაირ ხანის დინასტია და მათი მემკვიდრეების სახელმწიფოები (ბუხარას სახანოს ჩათვლით) აბულხაირიდების სახელით არიან ცნობილნი. ისინი, შესაძლოა, ამავდროულად, იყვნენ შაიბანიდებიც. შაიბანიდები, ფართო გაგებით, აბულხაირიდების მოწინააღმდეგე ხვარაზმელი არაბშაჰიდების დინასტიასაც მოიცავდნენ.[2]

ისტორია რედაქტირება

აბულხაირ ხანის წინარე პერიოდი რედაქტირება

ოქროს ურდოს მმართველი შაიბანი და მისი მემკვიდრეები ფლობდნენ მიწებს და ბატონობდნენ ბათო ყაენის მიერ მათთვის ნაბოძებ ტომებზე. ეს მიწები მოიცავდა ურალის მთების აღმოსავლეთით და მდინარე სირდარიას ჩრდილოეთით მდებარე ოქროს ურდოს სამფლობელოებს. ოქროს ურდოს ცენტრალიზებული კონტროლი სწრაფად შემცირდა აღმოსავლეთით და და შეიქმნა განაპირა სახელმწიფოები, როგორებიცაა ნოღაის ურდო და ციმბირის სახანო.

აბულხაირ ხანი რედაქტირება

 
აბულხაირ ხანი

1412 წელს, როცა აბულხაირი მოევლინა ქვეყანას, შაიბანის ულუსი დაიყო ნაწილებად. კერძოდ, აღმოსავლეთ ნაწილი გავიდა ოქროს ურდოს ხანებისა და ტახტის მემკვიდრეების კონტროლის ზონიდან, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც 1427 წელს მოკლეს ბარაყ ხანი. აბულხაირი, 1427 წელს გამართულ ბრძოლაში დაატყვევეს და მოგვიანებით, 1428 წელს გაათავისუფლეს. უზბეკების მაშინდელი ხანის გარდაცვალების შემდეგ, ოქროს ურდოს ტახტის მემკვიდრემ, თემურიდების იმპერიის ლიდერმა ბარაყ ხანმა, იგივე ულუღ ბეგმა, საიდუმლოდ გადაულოცა ხანის წოდება აბულხაირს. აბულხაირმა ქვეყნის მართვა დაიწყო ციმბირის ტომების შეკავშირებით დედაქალაქ ჩიმღი-ტურას გარშემო (იგივე თანამედროვე ტიუმენი) და დაამხო ციმბირის ხანი ჰაჯი მუჰამედი, რომელიც 1419-დან 1423 წლამდე პერიოდში ატარებდა ოქროს ურდოს ხანის წოდებას. აბულხაირი შაიბანიდების კონტროლის ქვეშ მოქცეულ მთელ დანარჩენ ტერიტორიასაც დაეპატრონა.

1430 ან 1431 წელს, აბულხაირი თავისი ჯარით გაემართა სამხრეთით, თემურიდების სახელმწიფო ხვარაზმში და დაიპყრო ურგანჯი. 1430 და 1446 წლებს შორის, უზბეკეთის ხანებმა თემურიდებს წაართვეს ტრანსოქსიანას მიწები.

მცირე ხანში, აბულხაირი შეიჭრა ოქროს ურდოს ტერიტორიაზე და ასტრახანთან ახლოს დაამარცხა მუსტაფა ხანი. სამხედრო კამპანიის დროს, უზბეკებმა დაკარგეს დაახლოებით 4500 მამაკაცი.

1448 წელს, როცა შაჰ რუხი გარდაიცვალა, სიღნაყი და თურანის სხვა ქალაქები, უზგენდი და სოზაყი, უზბეკებმა დაიპყრეს. ამ პერიოდში, სიღნაყი გახდა ცენტრალური აზიის ერთ-ერთი მთავარი ქალაქი.

1451 წელს, აბულხაირმა კავშირი დაამყარა თემურიდ აბუ საიდთან და აბდულას დასამარცხებლად გაემართა სამარყანდში. უზბეკებისა და აბუ საიდის ერთობლივი მოქმედება წარმატებული გამოდგა და ამის სანაცვლოდ, აბუ საიდმა პატივი მიაგო უზბეკებს.

ყაზახების აჯანყება რედაქტირება

1460-იანი წლებიდან მოყოლებული, ყაზახი ხანები ცდილობდნენ თანამედროვე ყაზახეთზე კონტროლის დამყარებას. ოქროს ურდოს ტახტის მემკვიდრის, ბარაყ ხანის შვილებმა, ჯანიბეგმა და ყარაი ხანმა დააფუძნეს ყაზახეთის სახანო. უზბეკებისთვის ეს ომი განსაკუთრებით რთული გამოდგა, აღმოსავლეთ საზღვრებზე ოირათთა სახანოს წინააღმდეგ გადატანილი ბრძოლების გამო. კონფლიქტის შემდეგ, ჯანიბეგი და ყარაი ცდილობდნენ უზბეკების სისუსტით სარგებლობას.

აღნიშნული მოვლენების თაობაზე, მე-16 საუკუნეში ხაიდარ დუღლათი საკუთარ თარიხ-ი რაშიდში იუწყებოდა:[3]

იმ დროს, აბულხაირ ხანი სარგებლობდა სრული ძალაუფლებით დაშტ-ი-ყიფჩაკში. ის იბრძოდა ჯუჯის სულთნის წინააღმდეგ; სანამ ჯანიბეგ ხანი და ყარაი ხანი გადავიდოდნენ მოღოლისტანში. ისინი, ისან ბუღა ხანმა მიიღო დიდი პატივით და გადაიყვანა ყუზი ბაშში, ჩუს მახლობლად, მოღოლისტანის დასავლეთ ზღუდესთან, სადაც ცხოვრობდნენ სიმშვიდესა და განცხრომაში. აბულხაირ ხანის გარდაცვალების გამო, უზბეგების ულუსი საგონებელში ჩავარდა და დაიწყო ბრძოლა პირველობისთვის. მათგან უმეტესობა გადავიდა ყარაი ხანისა და ჯანიბეგ ხანის მხარეს. ამიერიდან, უზბეგ-ყაზახების სახელით ცნობილი ხალხების რაოდენობა შეადგენდა დაახლოებით 200 000 ადამიანს. ყაზახმა სულთნებმა მეფობა დაიწყეს 870 წელს [ახ. წ. 1465–1466] (ღმერთმა უკეთ უწყის) და ფლობდნენ აბსოლუტურ ძალაუფლებას უზბეგისტანის უმეტეს ნაწილში 940 წლამდე [ახ. წ. 1533–1534].

აბულხაირ ხანის სიკვდილი და მისი მემკვიდრეები რედაქტირება

მიახლოებით 1468–1470 წლებში, აბულხაირ ხანი, თავის რამდენიმე შვილთან ერთად, ყაზახების წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა. მემკვიდრეობა მისმა ყველაზე უმცროსმა ვაჟმა, შეიხ ჰაიდარმა, იმავე ბარუჯ ოღლანმა გადაიბარა (ზოგიერთი წყაროს თანახმად, სხვადასხვა პიროვნება). შეიხ ჰაიდარის მეფობა ხანმოკლე აღმოჩნდა და დასრულდა მეტოქე იბაყ ხანთან კონფლიქტის შედეგად.

აბულხაირის შვილიშვილი, მუჰამედ შაიბანი გახდა შეიხ ჰაიდარის მემკვიდრე. შაიბანმა თავი შეაფარა ასტრახანელ ყასიმ ხანს, რა დროსაც თან ახლდა თავისი ძმა, მაჰმუდ სულთანი.

შაიბანი გახდა მოღოლისტანების ვასალი 1488 წლიდან დაახლოებით 1500 წლამდე პერიოდში, როცა მას მოღოლისტანის ხანებმა დახმარება გაუწიეს ტრანსოქსიანას მიწების დაბრუნების საქმეში. ამის შემდეგ, შაიბანმა თავად დაიწყო თემურიდების დანაწევრებული სახელმწიფოების ქალაქების დაპყრობა (როგორებიცაა სამარყანდი და ბუხარა). შაიბანის მთავარი მოწინააღმდეგეები იყვნენ თემურიდი ბაბური და სპარსელი შაჰ ისმაილი.[4]

1500 წელს, შაიბანმა ოფიციალურად დაუთმო ყაზახეთის სახანოს დაშტ-ი ყივჩაყების ხელში არსებული ყველა ყაზახური მიწა. 1506 წლის შემდეგ მცირე პერიოდში, შაიბანმა დაიპყრო ბუხარა და უზბეკურ სახანოს უწოდა ბუხარას სახანო.[5]

მუჰამედ შაიბანი მოკლეს მარვის ბრძოლაში 1510 წელს, შაჰ ისმაილის მიერ მართულმა სეფიანებმა. ხოლო მოკლული შაიბანის თავის ქალა მორთულ-მოკაზმულ სასმისად გადააქციეს.

მმართველები რედაქტირება

შაიბანიდების სამფლობელოების ხანები რედაქტირება

ესენი არიან ის ხანები, რომლებიც აბულხაირიდებამდე მართავდნენ უზბეკების სამფლობელოებს.[6]

  • შაიბანი
  • ბაჰადურ ოღული
  • ჯოჩი ბუყა
  • ბად ოღული
  • მენგუ თიმურ ოღლანი
  • ფულად ოღული
  • იბრაჰიმ სულთანი
  • შეიხ ოღლანი

აბულხაირიდები რედაქტირება

  • აბულხაირ ხანი, შეიხ ოღლანის ვაჟი;
  • შეიხ ჰაიდარი (აბულხაირის ვაჟი), რომელიც დაიღუპა 1471 წელს, იბაყ ხანის წინააღმდეგ ბრძოლაში;
  • მუჰამედ შაიბანი, აბულხაირ ხანის შვილიშვილი

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. (2009) Kazakhstan: Religions and Society in the History of Central Eurasia, გვ. 24. 
  2. (1 January 2003) History of Civilizations of Central Asia: Development in contrast : from the sixteenth to the mid-nineteenth century. UNESCO, გვ. 33–36. ISBN 978-92-3-103876-1. 
  3. Kenzheakhmet Nurlan (2013). The Qazaq Khanate as Documented in Ming Dynasty Sources, გვ. 140. 
  4. (2010) Islamic Central Asia: An Anthology of Historical Sources. Indiana University Press. ISBN 978-0-253-35385-6. 
  5. 霍渥斯 (1880). „9“, History of the Mongols: From the 9th to the 19th Century .... 文殿閣書莊, გვ. 686–700. 
  6. Art | the Metropolitan Museum of Art. ციტირების თარიღი: 2018-06-14