სირდარიამდინარე ცენტრალურ აზიაში. წარმოიქმნება ორი მდინარის — ნარინისა და ყარა-დარიას შერწყმის შედეგად. თავის მხრივ, ნარინი სათავეს იღებს ყირგიზეთში, ტიან-შანის მთებში და ყარა-დარია აღმოსავლეთ უზბეკეთში. შემდეგ გაედინება ყაზახეთის ტერიტორიაზე და ერთვის არალის ზღვის ნარჩენებს.

სირდარია

სირდარიის აუზი არალის ზღვის 1960 წლის მდგომარეობით
ქვეყანა ყაზახეთის დროშა ყაზახეთი, ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი, უზბეკეთის დროშა უზბეკეთი,
სიგრძე 2,212 კმ
აუზის ფართობი 219,000 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} სირდარია ვიკისაწყობში

სირდარიას მნიშვნელობა ცენტრალური აზიის რეგიონისთვის მართლაც დიდია — ის რწყავს ბამბის ნათესებს. მდინარიდან საირიგაციო არხების გაყვანა ჯერ კიდევ XVIII საუკუნიდან დაიწყო და მასიური ხასიათი მიიღო საბჭოთა პერიოდში, რამაც საბოლოოდ ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია — არალის ზღვის თითქმის გაქრობა. ვინაიდან ბამბის ნათესებზე მილიონობით ადამიანის არსებობაა დამოკიდებული, საეჭვოა ეს სიტუაცია გამოსწორდეს.

მდინარის სიგრძეა 2 212 კმ, აუზის ფართობი 219 000 კმ².

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება