ოირათთა სახანო — ოიარათების ფეოდალური სახელმწიფო XVII-XVIII საუკუნეები. ხშირად მოიხსენიებენ ჯუნგარიის სახანოს სახელით. ოირათთა სახანო შეიქმნა XVII საუკუნის 30-იან წლებში, როცა ერთ-ერთმა სამთავროს გამგებელმა ხარა-ხულამ და მისმა ვაჟმა ბათურ-ხუნთაიჯმა ოირათთა წვრილი სამთავროები ერთიან სამთავროდ გააერთიანეს. ბათურ-ხუნთაიჯის დროს ოირათთა სახანოს საშინაო მდგომარება განმტკიცდა. 1640 წელს ჯუნგარიაში შედგა მონღოლთა, ყალუმხთა და ოირათთა ყველა სამფლობელოს ხანების, მთავრების და ლამაისტურ რელიიგის წარმომადგენელთა ყრილობა, რომელმაც დაამტკიცა ე. წ. მონღოლ-ოირთთა კანონები. ამ კანონების მიზანი იყო მთელი ძალების გაერთიანება გარეშე საფრთხის წინააღმდეგ საბრძოლველად და ფეოდალთა ბატონობის განმტკიცება. ოირათთა სახანოს სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა რუსეთთან. ბათურ-ხუნთაიჯის მემკვიდრეები — გალდანი (1671-1697 წლებში), ცევან-რაბდანი (1697-1727 წლებში), ხელს უწყობდნენ მიწათმოქმედებისა და სარეწების განვითარებას. XVII საუკუნის დამლევს მკვეთრად გამწვავადა ორიათთა სახანოს ურთიერთობა მანჯურის იმპერიასთან. გალდან-ცერენის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო ხანგრძლივი ფეოდალური შინაომები, რის შედეგად დასუსტდა ოირათთა სახანო. ამით ისარგებლეს ჩინეთის მანჯურთა მთავრობამ და სამჯერ (1755, 1756, და 1757 წლებში) გაგზავნა დიდძალი ჯარი ჯუნგარიაში და 1757-1758 წლებში სასტიკად ჩაახშო ამურსანას აჯანყება, რის შემდეგაც ორითთა სახანო გაუქმდა.

მონღოლური სახელმწიფოები XIV-XVII საუკუნეებში

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კელაპტრიშვილი ო., აბსანაძე თ., მსოფლიო სამეფო დინასტიები, ლექსიკონი, თბ., 2019, გვ. 169