მუჰამედ შაიბანი
მუჰამედ შაიბანი (უზბეკ. Muhammad Shayboniy; დ. 1451 — გ. 1510) — უზბეკი ხანების შაიბანიდების ფეოდალური დინასტიის დამაარსებელი, ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილის შაიბანის შთამომავლი, ცდილობდა მომთაბარე ტომების გაერთიანებას. XV საუკუნის დასასრულს შეუდგა თემურიდების სამფლობელოების დაპყრობას და შედარებით ადვილად დაიპყრო მავერანაჰრი, 1505 წელს აიღო ხვარაზმი, 1507 წელს - ჰერათი. მისი წინსვლა სამხრეთით შეაჩერა სეფიანთა ირანმა. დაიღუპა ისმაილ I-თან ბრძოლაში მარვთან.
მუჰამედ შეიბანი | |
---|---|
მუჰამედ შაიბანის პორტრეტი | |
უზბეკეთის ხანი | |
წინამორბედი: | აბუ-ლ ჰაირ-ხანი |
მემკვიდრე: | ჯან ვაფა მირზა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1451 |
დაბ. ადგილი: | შუა აზია |
გარდ. თარიღი: | 2 დეკემბერი, 1510 (59 წლის) |
გარდ. ადგილი: | თურქმენეთი |
მეუღლე: |
მიჰრ ნიგარ ხანუმი ჰანზადე ბეგუმი აიშა სულთან ხანუმი ზუჰრა ბეგი აღა |
სრული სახელი: | აბუ ფათჰ მუჰამადი |
დინასტია: | შაიბანიდები |
რელიგია: | ისლამი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 234.