ბუხარას სახანო
ბუხარას სახანო (ან ბუხოროს სახანო) იყო უზბეკური სახელმწიფო[1] ცენტრალურ აზიაში 1500 წლიდან 1785 წლამდე. ის დააარსა აბულ-ხაირიდის დინასტიამ, შაიბანიდების განშტოებიდან. 1553 წლიდან 1540 წლამდე პერიოდში, ბუხარა უბაიდალა ხანის მეფობისას მცირე დროით გახდა დედაქალაქი. სახანომ უდიდეს მასშტაბსა და გავლენას მიაღწია ბოლოს წინა მმართველის აბულ-ხაირიდის მმართველობის დროს, რომელსაც მეცნიერები აბდულა-ხან II-ს (1557-1598 წწ.) უწოდებენ.
მე-17 და მე-18 საუკუნეებში, სახანოს მართავდა ჯანიდების დინასტია (ასტრახანიდები ან ტოკაი ტიმურიდები). ისინი იყვნენ ჩინგიზიდების უკანასკნელი შთამომავლები, რომლებიც მართავდნენ ბუხარას. 1740 წელს ის დაიპყრო სპარსეთის შაჰმა, ნადირ შაჰმა. 1747 წელს შაჰის სიკვდილის შემდეგ, სახანო კონტროლდებოდა არაჩინგიზიდი შთამომავლის, კერძოდ, უზბეკი ემირის, ხუდაიარ ბიის მიერ, ატალიკის პოზიციის მეშვეობით. 1785 წელს მისმა შთამომავალმა, შაჰ მურადმა ფორმალური გახადა თავისი ოჯახის დინასტიის მმართველობა (მანღითების დინასტია) და სახანო გადაიქცა "ბუხარას საემიროდ".[2] მანღითები იყვნენ არაჩინგიზიდები და ხანის ნაცვლად აიღეს ემირის ისლამური სახელწოდება, რადგან მათი ლეგიტიმურობა არ იყო დაფუძნებული ჩინგიზ ხანის შთამომავლობაზე.
აბულ-ხაირიდის დინასტია
რედაქტირებამუჰამედ შიბანის აღზევება
რედაქტირებაპირველი დინასტია, რომელიც 1500-დან 1598 წლამდე მართავდა სახანოს, იყო აბულ-ხაირიდის დინასტია. ისინი იყვნენ შიბანიდების განშტოება და ჩემულობდნენ ჩინგიზ ხანის შვილის, ჯუჩის შთამომავლობას.[3] მმართველი აბულ-ხაირიდების წინაპარმა, კერძოდ, აბულ ხაირ ხანმა შექმნა იმპერია, რომელიც მისი გარდაცვალების დროს, 1469 წელს, გადაჭიმული იყო ციმბირიდან სირ დარიას მდინარემდე. ის აკონტროლებდა ქალაქებს, კერძოდ, სიგჰნაქს, სუზაქს, არქუქს, უზგენდს და იასის, სირ დარიასთან ერთად.[4] მიუხედავად იმისა, რომ უზბეკური ტომები მომთაბარეებად რჩებოდნენ, ცხოვრობდნენ რა სტეპებში, აბულ ხაირ ხანს არავითარი ინტერესი არ ჰქონდა დაეპყრო ტრანსოქსიანას ან ხორასანის მიწები. მისი გარდაცვალების შემდეგ, იმპერია გაიყო მცირე ნაწილებად, რომელსაც მართავდნენ სულთნები და ტომის ბელადები. ერთ-ერთ ასეთ ერთეულს მართავდა მუჰამედ შიბანი, აბულ ხაირ ხანის შვილიშვილი. იგი იყო კარგად განათლებული, ჰქონდა დიდებული სამხედრო ინტელექტი და სურვილი თავად დაეპყრო მავერანაჰრის ბინადარი მიწები.
1490-იან წლებში მუჰამედ შიბანმა გაიარა ცენტრალური აზია და დაიპყრო სამარქანდი, ბუხარა, ტაშკენტი და ანდიჟანი 1500-დან 1503 წლამდე.[5] მისი ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მტერი იყო ზაჰირ უდ-დინ მუჰამედ ბაბური, ფერღანის ტიმურიდი პრინცი. მან მოახერხა მცირე დროით დაეკავებინა სამარყანდი, რომელიც იყო მუჰამედ შიბანის მფლობელობაში და კიდევ ორჯერ ეცადა დაეპყრო ის. გადამწყვეტი მომენტი ამ ორს შორის კონფლიქტში იყო სარ-ი პულის ბრძოლა 1501 წლის გაზაფხულზე, რომელსაც შედეგად მოჰყვა ბაბურის დამარცხება.
1505 წელს მუჰამედ შიბანმა დაიკავა ურგენჩი 10 წლიანი ალყის შემდეგ, რასაც მოჰყვა ხვარაზმის ანექსია. ჰერატის მმართველი, სულთანი ჰუსეინ ბაიქარა, ეცადა დაეწყო კამპანია ტრანსოქსიანაში, მაგრამ ის უშედეგო აღმოჩნდა. როცა მან გადაწყვიტა ბრძოლის ველის დაკავება, მას უკვე აღარ შეეძლო ჯარის გაძღოლა. 1506 წელს ის გარდაიცვალა და მას მემკვიდრედ დარჩა ორი ვაჟი (ბადი ალ-ზამან მირზა და მუზაფარ ჰუსეინ მირზა). მიუხედავად მათ შორის არსებული განსხვავებებისა, ისინი დაეთანხმნენ ერთმანეთს განეწყოთ ჯარი უზბეკების წინააღმდეგ. მათ შეკრიბეს თავიანთი ძალები მურღაბის მდინარის გასწვრივ და შეუერთდნენ ბაბურს, რათა შეტაკებოდნენ მუჰამედ შიბანს. 1506 წელს შიბანმა დაიკავა ბალხი და გაერთიანდა ტიმურიდის ძალებთან. საბოლოოდ, 1507 წელს მან შეძლო ჰერათისა და ტიმურიდების მთელი დანარჩენი მიწების დაკავება. ამ დროს, მან განდევნა ტიმურიდები ყუნდუზიდან, ბალხიდან, ხორასანიდან, ხვარაზმიდან, სხვა რეგიონებიდან და შეიყვანა ისინი თავის იმპერიაში.
მიუხედავად ამისა, ახლადდაარსებული სეფიანთა იმპერიის შაჰი ისმაილი, რომელსაც სურდა თავად დაეპყრო ტიმურიდების მიწები, განრისხდა შიბანის მიერ სუნიზმის ერთგულებით, შეიჭრა ხორასანში და მოკლა მუჰამედ შიბანი ქალაქ მერვის გარეთ 1510 წელს. ხორასანი და ხვარაზმი დაიპყრო ირანმა და სამარყანდი მცირე დროით გადაეცა ბაბურს 1512 წელს. თუმცა, მან ვერ შეძლო იქ დიდი ხნით ფეხის მოკიდება და მალე უზბეკებმა მოახერხეს დაკარგული ტერიტორიის დაბრუნება. მიუხედავად ამისა, ხვარაზმი სამუდამოდ გახდა დამოუკიდებელი და იქცა ხივის სახანოდ. ის იმართებოდა შიბანიდების კიდევ ერთი განშტოების, არაბშაჰიდების მიერ.[6] ხვარაზმი მცირე დროით დაიპყრო უბაიდულა ხანმა (1533-1539 წწ.), მაგრამ მალევე ის კიდევ ერთხელ გახდა დამოუკიდებელი.[7]
ჯანიდის დინასტია
რედაქტირებაჯანიდის დინასტია (ასტრახანიდების შთამომავლები) მართავდა სახანოს 1599 წლიდან 1747 წლამდე. იარ მუჰამედი და მისი ოჯახი გაიქცა ასტრახანიდან მას შემდეგ, რაც ის რუსებმა ჩაიგდეს ხელში. მას ჰყავდა ვაჟი სახელად ჯანი მუჰამედი, რომელსაც, თავის მხრივ, ჰყავდა ორი ვაჟიშვილი - ბაქი მუჰამედი და ვალი მუჰამედ ხანი, ხოლო მისი ცოლი იყო უკანასკნელი მმართველი შაიბანიდის ქალიშვილი.[8]
დინ მუჰამედ სულთნის ვაჟი - ბაქი მუჰამედ ხანმა 1599 წელს დაამარცხა პირ მუჰამედ ხან II, რომელმაც დაკარგა თავისი ავტორიტეტი. ის გახდა ჯანიდების ან აშტარხანიდების დინასტიის რეალური დამაარსებელი ბუხარას სახანოში (1599-1756 წწ.). ბაქი მუჰამედ ხანმა, მიუხედავად მცირე დროით მისი მეფობისა, გაატარა ადმინისტრაციული, საგადასახადო და სამხედრო რეფორმები, რამაც წვლილი შეიტანა ქვეყნის შემდგომ განვითარებაში. მან შექმნა მონეტები ბაქი მუჰამედ ბაჰადურხანის და პირველი ოთხი ხალიფის სახელების წარწერით.[9]
ამ პერიოდის განმავლობაში, უზბეკმა პოეტმა ტურდიმ დაწერა კრიტიკული პოემები და გაერთიანებისკენ მოუწოდა 92 უზბეკური ტომის ხალხს. ყველაზე ცნობილი უზბეკი პოეტი მაშრაბი, რომელიც წერდა, როგორც ჩაღათაის, ისე სპარსულ ენაზე, შეადგინა პოემები, რომელიც დღემდე პოპულარულია. მე-17 და მე-18 საუკუნის დასაწყისში, ისტორიული ნაშრომები დაიწერა სპარსულ ენაზე. ცნობილ ისტორიკოსებს შორის აღსანიშნავი არიან აბდურაჰმან ტოლე, მუჰამედ ამინ ბახარი და მუტრიბი.[10]
მე-17 საუკუნის მეორე ნახევრის წყაროებში, "92 უზბეკური ტომების" გამოხატულება გამოყენებულია ბუხარას სახანოს მოსახლეობის ნაწილთან დაკავშირებით.[11]
1711 წლის 18 მარტს უბაიდულა ხანის მკვლელობის შემდეგ, ბუხარანის სახელმწიფო დაიშალა რამდენიმე განსხვავებულ სამთავროდ. ჩეხოვიჩის თანახმად, ყარაკულის, ვარდანზის, ვაბკენტისა და გიჯდუვანის რაიონები მოექცა ახანი ბუხარანის ხანის, აბულ-ფაიზის მმართველობის ქვეშ. სხვა წყაროები იუწყებიან, რომ მისი ძალაუფლება არ ვრცელდებოდა ბუხარანის ციტადელის მიღმა.[12] [13]
ჯანიდის დაცემა და მანღითის აღმასვლა
რედაქტირებააშტარხანიდები ჩანაცვლდნენ უზბეკი მანღითების დინასტიის მიერ, რომელთა წევრები მართავდნენ ბუხარას 1920 წლამდე.
ბუხარას სახანოში უზბეკი მანღითების არისტოკრატიის წარმომადგენლების პოლიტიკური გავლენის გაძლიერების დაწყება თარიღდება მე-17 საუკუნის დასაწყისით. მაგრამ მათი ძლიერების რეალური ზრდა მოხდა ატალიკის პოსტზე 1712 წელს ხუდაიარ-ბიი მანღითის დანიშვნის შემდგომ. მისმა ვაჟმა მუჰამედ ჰაკიმ-ბიიმ დივანბეგის პოსტი დაიკავა აბულფეიზ-ხანის სასამართლოში. 1715-1716 წლებში, ხუდაიარ-ბიი გადააყენეს პოსტიდან იბრაჰიმ-პარვანაჩის ინიციატივით. 1719-1720 წლებში, ბუხარადან იბრაჰიმ-ბეის წასვლის შემდგომ, ხუდაიარ-ბეის, რომელიც იყო ბალხში, მიეცა უფლება დაბრუნებოდა ძალაუფლებას, რამაც მას უძღვნა მისი ვაჟიშვილის, მუჰამედ ჰაკიმ-ბეის პოლიტიკის შედეგად კარშის მემკვიდრეობა. 1721 წელს მუჰამედ ჰაკიმ-ბიი დაინიშნა ატალიკის პოზიციაზე.
სპარსეთის აფშარიდი მმართველის, ნადირ შაჰის მავერანაჰრში 1740 წლის კამპანიის დროს, მუჰამედ ჰაკიმ-ბიიმ დაიწყო მასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები, ამდენად იხსნა ქვეყანა ომისგან და განიმტკიცა ძალაუფლება. მას ჰყავდა 4 ვაჟიშვილი: მუჰამედ ბადალ-ბიი, კურბან-მირაჰური (დაიღუპა 1733 წელს), მუჰამედ რაჰიმი, იავ კაშტი-ბიი, ბარატ-სულთანი. მისი მესამე ვაჟი, მუჰამედ რაჰიმი, შეუერთდა ნადირ შაჰს და მონაწილეობა მიიღო მის შემდგომ კამპანიებში.
1740 წლიდან მოყოლებული, ბუხარას სახანოში რეალური ძალაუფლება იყო უზბეკური კლანის, მანღითების უკანასკნელი ატალიკების, მუჰამედ ჰაკიმ-ბიის (1740-1743 წწ.), მუჰამედ რახიმის (1745-1753 წწ.) და დანიიალ-ბიის (1758-1785 წწ.) ხელებში. ბუხარას ხანები მთლიანად დამოკიდებული იყვნენ მათზე.
1747 წელს, აბულფაიზ ხანის მკვლელობის შემდეგ, რეალური ძალაუფლება იყო მუჰამედ რაჰიმის ხელში. 1756 წლამდე, ნომინალური მმართველები იყვნენ აშტარხანიდები - აბდულმუმინ ხანი (1747-1751 წწ.), უბაიდალა ხანი III (1751-1754 წწ.) და აბულგაზი ხანი (1754-1756 წწ.). მუჰამედ რაჰიმი თავად დაქორწინდა აბულფაიზის ხანის ქალიშვილზე. მუჰამედ რაჰიმ ბიის ქვეშ, ბუხარას სახანომ შეძლო გაფართოება ჰისარის, სამარყანდის, ურგუთის, ზარაფშანის ქედის, კულობის, ჯიზახის და ურა ტეპეს რაიონების მიმართულებით. 3 წლის განმავლობაში, მან, ასევე შეძლო დაემორჩილებინა ზამინი, ფანჯაკერტი და ფალგარი.[14] მიუხედავად იმისა, რომ მუჰამედ რახიმი არ იყო ჩინგიზ ხანის შთამომავალი, ძლიერი პოლიტიკისა და კარგი ორგანიზაციის შედეგად, მან მოიპოვა მისი ძალაუფლების აღიარება, დაიკავა სამეფო ტახტი და მიიღო კიდეც ხანის ტიტული.
რაჰიმ ბის ხელში უნდა ჩაეგდო ადგილობრივი ბელადების ძალაუფლება. მან შეუტია ტურგაი მურად ბურქუტს, ნუროტას მმართველს და მიიანკალის პროვინციას, სამარყანდსა და ბუხარას შორის. პირველი მათგანი იძულებული გახდა ეცნო ბუხარანის სუვერენიტეტი. 1753 წელს რაჰიმ ბი თავს დაესხა ურგუთს და დაიმორჩილა შაჰრისაბზი, ჰისარი და კულაბი. 1754 წელს მან წარმატებით შეიყვანა ხოჯენდი, ტაშკენტი და თურქესტანი თავის სახანოში. 1762 წელს, ბუხარანის ჯარებმა დაიპყრეს ქალაქი ჩარჯუი და დაიმორჩილეს თურქები.[15]
კულტურა
რედაქტირებამუჰამედ შიბანს ძალიან უყვარდა პოეზია და მისი პოეზიის თურქული კოლექციები დღემდე არის შემონახული. არსებობს წყაროები იმის შესახებ, რომ მუჰამედ შიბანი წერდა პოეზიას ორივე, თურქულ და სპარსულ ენებზე. მუჰამედ შიბანის პოემების "დივანი", დაწერილი ცენტრალური აზიის თურქულ სალიტერატურო ენაზე, ამჟამად დაცულია ტოპკაპის ხელნაწერთა კოლექციაში ქალაქ სტამბოლში. მისი ფილოსოფიური და რელიგიური ნაშრომის ხელნაწერი: "ჰაჰრ ულ-ხუდო", დაწერილი ცენტრალური აზიის თურქულ სალიტერატურო ენაზე 1508 წელს, განთავსებულია ლონდონში.[16]
მუჰამედ შიბანი პოეზიას წერდა "შიბანის" ფსევდონიმის ქვეშ. მან დაწერა პროზა, სახელწოდებით რისალე-იი მაარიფ-ი შიბანი. ის დაიწერა თურქულ-ჩაღათაის ენაზე 1507 წელს, ხორასანის დაპყრობიდან მცირე ხანში და მიეძღვნა მის ვაჟს, მუჰამედ ტიმურ-სულთანს (ხელნაწერი დაცულია სტამბოლში). უბაიდულა ხანი იყო ძალიან განათლებული პიროვნება, მან დახვეწილად გადმოსცა ყურანი და დაურთო კომენტარები თურქულ ენაზე. ის, ასევე იყო ნიჭიერი მომღერალი და მუსიკოსი. მავერანაჰრში ყველაზე გამორჩეული სასამართლოს სალიტერატურო წრის ფორმირება მე-16 საუკუნის პირველ ნახევარში დაკავშირებულია უბაიდულა ხანის სახელთან. უბაიდულა ხანი თავად წერდა პოეზიას თურქულ, სპარსულ და არაბულ ენებზე, უბაიდიის სალიტერატურო ფსევდონიმის ქვეშ. მისი პოემების კოლექციამ დღევანდელ დღემდე მოაღწია.[17]
თურქული ისტორიოგრაფია განვითარდა მე-16 საუკუნის დასაწყისში, თუმცა მისი პროდუქცია შედარებით მცირე იყო. მუჰამედ შიბანი ხანის მეფობამ გავლენა მოახდინა ერთ ჩაღათაის თურქულ ისტორიულ ნაშრომზე, შიბანი-ნამაზე, ხოლო ტავარიხ-ი-იი ნუსრატ-ნამა, დაფინანსებული იყო თავად ხანის მიერ. ხანმა, ასევე შთაბეჭდილება მოახდინა ბინა-ი-სა და შადის ორ სპარსულ ისტორიაზე და პატრონაჟი გაუწია სპარსულიდან ჩაღათაიზე 6 ნაშრომის თარგმნას.
ბუხარას სახანოში, აბულ-ხაირიდის ეპოქაში, აღა-ი ბუზურგი ანუ "დიდებული ლედი", იყო ცნობილი გულმოდგინე სუფისტი (ის გარდაიცვალა 1522-23 წლებში). მას, ასევე ეძახდნენ "მასტურა ხათუნს".[18]
აბდ ალ-აზიზ ხანმა (1540-1550 წწ.) შექმნა ბიბლიოთეკა "არ არსებობს მისი თანასწორი" მთელ მსოფლიოში. მოწინავე მეცნიერი სულთანი მირაკ მუნში მუშაობდა იქ 1540 წლიდან. ნიჭიერმა კალიგრაფისტმა მირ აბიდ ხუსაინმა შექმნა ნასტალიკის და რაიჰანის შედევრი სცენარები. ის იყო მინიატურების შესანიშნავი მხატვარი, ინკრუსტაციის მცოდნე და ბიბლიოთეკარი ბუხარას ბიბლიოთეკაში.[19]
მმართველთა სია
რედაქტირებაჯანიდები
რედაქტირება- ბაქი მუჰამედ ხანი (1599–1605 წწ.)
- ვალი მუჰამედ ხანი (1605-1611 წწ.)
- იმამ ყული ხანი (1611-1642 წწ.)
- ნადრ მუჰამედ ხანი (1642-1645 წწ.)
- აბდ ალ-აზიზ ხანი (1645-1680 წწ.)
- სუბჰან ყული ხანი (1680–1702 წწ.) [20] [21] [22]
- უბაიდულა ხანი (1702 წ. – 18 მარტი, 1711 წ.) [23]
- აბულ-ფაიზ ხანი (1711–1747 წწ.)
- მუჰამედ აბდ ალ-მუმინი (1747-1748 წწ.)
- მუჰამედ უბაიდულა II (1748–1753 წწ., ნომინალური)
მანღითები
რედაქტირება- მუჰამედ რაჰიმი (უზურპატორი), ატალიკი (1753–1756 წწ.), ხანი (1756–1758 წწ.)
- შირ ღაზი (1758–?)
- აბულ-ღაზი ხანი (1758–1785 წწ.)
ლიტერატურა
რედაქტირება- DeWeese, Devin (2009). "Bukhara Khanate". In Esposito, John L. (ed.). The Oxford Encyclopedia of the Islamic World. Oxford University Press. ISBN 978-0-19-530513-5.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- The Ashtarkhanid Rulers of Bukhara
- Green, Nile (2019). The Persianate World: The Frontiers of a Eurasian Lingua Franca. University of California Press.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Peter B.Golden (2011) Central Asia in World History, p.115
- ↑ Soucek, Svat.
- ↑ Burton, Audrey (1997-07-15). The Bukharans: A Dynastic, Diplomatic, and Commercial History, 1550–1702 (en). Palgrave Macmillan, გვ. 2–3. ISBN 978-0-312-17387-6.
- ↑ (2003) History of civilizations of Central Asia, v. 5: Development in contrast, from the sixteenth to the mid-nineteenth century. UNESCO, გვ. 33–36. ISBN 92-3-103876-1.
- ↑ Bregel, Yuri (2003-06-27). An Historical Atlas of Central Asia (en). Brill, გვ. 50. ISBN 978-90-474-0121-6.
- ↑ Bregel, Yuri. (February 20, 2009) ABU'L-KHAYRIDS.
- ↑ (2003) History of civilizations of Central Asia, v. 5: Development in contrast, from the sixteenth to the mid-nineteenth century. UNESCO, გვ. 36–37. ISBN 92-3-103876-1.
- ↑ McChesney, R. D. "The reforms" of Baqi Muhammad Khan in Central Asiatic Journal 24, no. 1/2 (1980): 78.
- ↑ Davidovich Ye. A., Istoriya monetnogo dela Sredney Azii XVII—XVIII vv.
- ↑ Welcome to Encyclopaedia Iranica.
- ↑ Malikov A. “92 Uzbek tribes” in official discources and the oral traditions from the sixteenth to nineteenth centuries in Golden Horde Review. 2020, volume 8 issue 3, p.520
- ↑ Wilde, Andreas (2016). What is Beyond the River?: Power, Authority, and Social Order in Transoxania 18th–19th Centuries (en). Verlag der Österreichischen Akademie der Wissenschaften. ISBN 978-3-7001-7866-8.
- ↑ History of civilizations of Central Asia, v. 5: Development in contrast, from the sixteenth to the mid-nineteenth century (2003). ციტირების თარიღი: 2022-05-23
- ↑ Saifi, Saifullah (2002). „The khanate of bukhara from C 1800 to russian revolution“. University (English).
- ↑ Holzwarth, Wolfgang. (2011) COMMUNITY ELDERS AND STATE AGENTS: ĪLBĒGĪS IN THE EMIRATE OF BUKHARA AROUND 1900.
- ↑ A.J.E.Bodrogligeti, «Muhammad Shaybani’s Bahru’l-huda : An Early Sixteenth Century Didactic Qasida in Chagatay», Ural-Altaische Jahrbücher, vol.54 (1982), p. 1 and n.4
- ↑ B. V. Norik, Rol' shibanidskikh praviteley v literaturnoy zhizni Maverannakhra XVI v.
- ↑ Aminova Gulnora, Removing the Veil of Taqiyya: Dimensions of the Biography of Agha-yi Buzurg (a sixteenth-century female saint from Transoxiana).
- ↑ Khasan Nisari.
- ↑ László Karoly (14 November 2014). A Turkic Medical Treatise from Islamic Central Asia: A Critical Edition of a Seventeenth-Century Chagatay Work by Subḥān Qulï Khan. BRILL, გვ. 5–. ISBN 978-90-04-28498-2.
- ↑ Orvostörténeti Közlemények: Communicationes de historia artis medicinae. Könyvtár.
- ↑ Nil Sarı. Otuz Sekizinci Uluslararası Tıp Tarihi Kongresi Bildiri Kitabı, 1–6 Eylül 2002. Türk Tarih Kurumu. ISBN 9789751618252.
- ↑ Wilde (2016). What is Beyond the River?: Power, Authority, and Social Order in Transoxania 18th–19th Centuries. Verlag der Österreichischen Akademie der Wissenschaften. ISBN 978-3-7001-7866-8.