ზარაფშანის ქედი
ზარაფშანის ქედი (ტაჯ. Зарафшон; უზბეკ. Zarafshon) — ქედი შუა აზიაში, პამირ-ალაის სისტემაში, მდინარე ზარაფშანიდან სამხრეთით. განფენილია ტაჯიკეთისა და უზბეკეთის ტერიტორიებზე. სიგრძე დაახლოებით 370 კმ. აღმოსავლეთით მდინარე ფანდარიამდე წარმოადგენს ვიწრო ქედს, რომელზედაც აღმართულია 4500-5000 მ სიმაღლის მწვერვალები. ზარაფშანის ქედის ცენტრალური ნაწილი ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ მაღლდება (უმაღლესი მწვერვალი ჩიმთარგა, 5489 მ) და მყინვარებით არის დაფარული. სულ ქედზე არის 560 მყინვარი, რომელთა საერთო ფართობია 270 კმ². ზარაფშანის ქედი ძირითადად აგებულია კრისტალური ფიქლებითა და კირქვებით, ნაწილობრივ, გრანიტებით. დამახასიათებელია კარსტი. კალთებზე არის მეჩხერი ტყე, მთის სტეპი და ალაგ-ალაგ ალპური მდელო. განვითარებულია ტურიზმი.
ზარაფშანის ქედი | |
---|---|
ზარაფშანის ქედი | |
კოორდინატები: 39°20′ ჩ. გ. 69°40′ ა. გ. / 39.333° ჩ. გ. 69.667° ა. გ. | |
ქვეყანა | ტაჯიკეთი უზბეკეთი |
უმაღლესი წერტილი | ჩიმთარგა |
სიმაღლე | 5489 მ |
სიგრძე | 370 კმ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ზარაფშანის ქედი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)