მანღითები
მანღითები — ბუხარის ხანთა დინასტია 1753-1920 წლებში. რომელმაც შეცვალა აშთარხანიდების დინასტია. პირველი ემირი იყო მუჰამად რაჰიმი (1753-1758 წწ.), ემირ მუზაფარის (1860-1885 წწ.) დროს, 1868 და 1873 წლების ხელშეკრულებებით, ბუხარის სახანომ სცნო რუსეთის პროტექტორატი. მანღითების დინასტია დაემხო 1920 წელს, როდესაც გამოცხადდა ბუხარის სახალხო საბჭოთა რესპუბლიკა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 421.