ხოჯენდი, ხუჯანდი, ხოჯენტი 1936 წლამდე, ლენინაბადი 1991 წლამდე (ტაჯ. Хуҷанд, სპარს. خجند) — ტაჯიკეთის სიდიდით მეორე ქალაქი. სოღდის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ფერღანის ხეობაში, მდინარე სირდარიაზე.

ქალაქი
ხოჯენდი
ტაჯ. Хуҷанд
დროშა გერბი

ქვეყანა ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი
კოორდინატები 40°17′00″ ჩ. გ. 69°37′00″ ა. გ. / 40.28333° ჩ. გ. 69.61667° ა. გ. / 40.28333; 69.61667
ფართობი 40 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 300±1 მეტრი
ოფიციალური ენა ტაჯიკური ენა
მოსახლეობა 198 700 (1 იანვარი, 2022)[1]
სასაათო სარტყელი UTC+05:00
სატელეფონო კოდი 00 992 3422
საფოსტო ინდექსი 735700
ოფიციალური საიტი http://khujand.tj
ხოჯენდი — ტაჯიკეთი
ხოჯენდი

დაარსდა დაახლოებით 2500 წლის წინ აქემენიანთა იმპერიაში და აბრეშუმის გზაზე ერთ-ერთ მთავარ ქალაქს წარმოადგენდა. ძვ. წ. 329 წელს ალექსანდრე მაკედონელმა დაპყრობის შემდეგ ალექსანდრია ესხატა დაარქვა. ისტორიის განმავლობაში სხვა და სხვა იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა: VIII საუკუნეში ომაიანთა სახალიფოში, XIII საუკუნეში მონღოლთა იმპერიაში და XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიაში.[2]

დამეგობრებული ქალაქები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Hill, John E. 2004. The Peoples of the West from the Weilue 魏略 by Yu Huan 魚豢: A Third Century Chinese Account Composed between 239 and 265. Draft annotated English translation. [1] (See under the heading for "Northern Wuyi").

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. http://www.citypopulation.de/Tajikistan.html
  2. Abdullaev, Kamoludin (2018) „Khujand“, Historical Dictionary of Tajikistan. Rowman & Littlefield, გვ. 241. ISBN 978-1-5381-0252-7.