დიდი საბჭოთა ენციკლოპედია
დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (რუს. Большая советская энциклопедия, БСЭ) — ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი და ყოვლისმომცველი ენციკლოპედია, გამოცემული საბჭოთა ენციკლოპედიის სახელმწიფო გამომცემლობის მიერ.
„დიდი საბჭოთა ენციკლოპედია“ | |
---|---|
| |
ენა | რუსული ენა |
გამომცემელი | დიდი საბჭოთა ენციკლოპედია |
გამოცემის თარიღი | 1926 |
მომდევნო | დიდი რუსული ენციკლოპედია |
სულ გამოვიდა სამი გამოცემა. პირველი გამოცემა 65 ტომით (65.000 თემით, პლუს დამატებითი ტომი სსრ კავშირის შესახებ) გამოვიდა 1926–1947 წლებში, მთავარი რედაქტორი იყო ოტო შმიდტი (1941-მდე). მეორე გამოცემა 50 ტომით (100.000 თემა, პლუს დამატებითი ტომი) გამოიცა 1950–1958 წლებში; მთავარი რედაქტორები: სერგეი ვავილოვი (1951-მდე) და ბორის ვედენსკი (1969-მდე); ორი საინდექსო ტომი ამ გამოცემისთვის გამოიშვა 1960 წელს. მესამე გამოცემა დაიბეჭდა 1969–1978 წლებში და შეიცავდა 30 ტომს (100.000 თემა, პლუს საინდექსო ტომი, რომელიც 1981-ში გამოვიდა; ასევე ტომი 24 არის ორ წიგნად, ერთ-ერთი მათგანი სქელტანიანი წიგნია სსრ კავშირის შესახებ), 50 მილიონი სიტყვით, მთავარი რედაქტორი — ალექსანდრე პროხოროვი (1969-დან).
მესამე გამოშვება ითარგმნა ინგლისურად 1973 წლიდან. ყოველი ტომი ცალკე ითარგმნებოდა და საჭიროებდა საინდექსო ტომის გამოყენებას ყოველი თემის მოსაძებნად.
1957–1990 წლებში დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის ყოველწლიური გამოცემა იბეჭდებოდა, რომელშიც სტატიები და თემები საბჭოთა კავშირსა და მსოფლიო მოვლენებზე განახლებული ინფორმაციით შედიოდა.
პირველი ონლაინ გამოცემა, მესამე (ე.წ. წითელი) გამოცემის ტექსტისა და გრაფიკის ზუსტი რეპლიკა გამოსცა Rubricon.ru-მ 2000 წელს.
სხვა საბჭოთა ენციკლოპედიები
რედაქტირებადედნისეული და ქართული დასახელება | ენა | ტომი | გამოშვების თარიღები | |
---|---|---|---|---|
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია | ქართული | 12 | 1975–1987 | |
Українська радянська енциклопедія (უკრაინული საბჭოთა ენციკლოპედია) | უკრაინული | 17 | 1959–1965 | EoU |
Eesti nõukogude entsüklopeedia (ესტონური საბჭოთა ენციკლოპედია) | ესტონური | 8 | 1968–1976 | ENE |
Беларуская савецкая энцыклапедыя (ბელორუსული საბჭოთა ენციკლოპედია) | ბელარუსული | 12 | 1969–1975 | БелСЭ |
Енчиклопедия советикэ молдовеняскэ (მოლდავური საბჭოთა ენციკლოპედია) | მოლდავური | 8 | 1970–1981 | ЕСМ |
Ўзбек совет энциклопедияси (უზბეკური საბჭოთა ენციკლოპედია) | უზბეკური | 14 | 1971–1980 | |
Қазақ совет энциклопедиясы (ყაზახური საბჭოთა ენციკლოპედია) | ყაზახური | 10 | 1972–1978 | ҚазСЭ |
Հայկական սովետական հանրագիտարան (სომხური საბჭოთა ენციკლოპედია) | სომხური | 13 | 1974–1987 | ՀՍՀ |
Түркмен совет энциклопедиясы (თურქმენული საბჭოთა ენციკლოპედია) | თურქმენული | 10 | 1974–1989 | ТСЭ |
Азәрбајҹан совет енсиклопедијасы (აზერბაიჯანული საბჭოთა ენციკლოპედია) | აზერბაიჯანული | 10 | 1976–1987 | (АСЕ) |
Lietuviškoji tarybinė enciklopedija (ლიტვური საბჭოთა ენციკლოპედია) | (ლიეტუვური) | 10 | 1976–1985 | LTE |
Кыргыз совет энциклопедиясы (ყირგიზული საბჭოთა ენციკლოპედია) | ყირგიზული | 6 | 1976–1980 | КыргСЭ |
Энциклопедияи советии тоҷик (ტაჯიკური საბჭოთა ენციკლოპედია) | ტაჯიკური | 8 | 1978–1988 | (ЭСТ) |
Latvijas padomju enciklopēdija (ლატვიური საბჭოთა ენციკლოპედია) | ლატვიური | 11 | 1981–1988 | LPE |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 531.
- დიდი საბჭოთა ენციკლოპედია, ა. მ. პროხოროვის რედაქციით (ნიუ-იორკი: მაკმილანი, ლონდონი: კოლიე მაკმილანი, 1974–1983), 31 ტომი, სამი საინდექსო ტომი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დსე ყველა სურათითა და სტატიით რუბრიკონის ვებგვერდზე დაარქივებული 2006-04-14 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
- Большая Советская Энциклопедия (БСЭ) и Ежегодники დაარქივებული 2005-04-28 საიტზე Wayback Machine.
- Ежегодники Большой Советской Энциклопедии დაარქივებული 2019-11-25 საიტზე Wayback Machine.
- Большая Советская Энциклопедия (БСЭ)