ოტო შმიდტი

საბჭოთა მათემატიკოსი, ასტრონომი, გეოფიზიკოსი, მოგზაური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე

ოტო იულის ძე შმიდტი (რუს. О́тто Ю́льевич Шмидт; დ. 30 სექტემბერი [ ძვ. სტ. 18 სექტემბერი],1891, მოგილევი — გ. 7 სექტემბერი 1956, მოსკოვი) — საბჭოთა მათემატიკოსი, ასტრონომი, გეოფიზიკოსი, მოგზაური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე. სსრკ მეცნიერებათა აკადენიის აკადემიკოსი (1935), უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1934), საბჭოთა კავშირის გმირი (1937).

ოტო შმიდტი
რუს. Отто Юльевич Шмидт
დაბ. თარიღი 18 (30) სექტემბერი, 1891[1] ან 30 სექტემბერი, 1891(1891-09-30)[2]
დაბ. ადგილი მოგილიოვი[3]
გარდ. თარიღი 7 სექტემბერი, 1956(1956-09-07)[3] [1] [4] [5] [6] [7] [2] (64 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი[3]
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო[8]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 რუსეთის რესპუბლიკა
საბჭოთა რუსეთი
 სსრკ
ეროვნება Baltic Germans
საქმიანობა ასტრონომი, მათემატიკოსი, მკვლევარი, პოლიტიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი, ფიზიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე, ფსიქოანალიტიკოსი, გეოფიზიკოსი[9] , გეოგრაფი[9] და მოგზაური[9]
მუშაობის ადგილი რუსეთის მეცნიერებათა აკადემია, წმინდა ვლადიმერის საიმპერატორო უნივერსიტეტი[1] , მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, Chief Directorate of the Northern Sea Route, Schmidt Institute of Physics of the Earth, RSFSR People's Commissariat on Food, OGIZ, Matematicheskii Sbornik, Arctic and Antarctic Research Institute და კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი
ალმა-მატერი კიევის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი[10] , Second Kyevan gymnasium და Mogilev Male Gymnasium
სამეცნიერო ხარისხი მაგისტრი
მეუღლე ვერა შმიდტი
შვილ(ებ)ი Vladimir Schmidt და სიგურდ შმიდტი
ჯილდოები საბჭოთა კავშირის გმირი[1] , ლენინის ორდენი[1] , შრომის წითელი დროშის ორდენი, წითელი ვარსკვლავის ორდენი, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“ და მოსკოვის 800 წლისთავის მედალი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა მოგილიოვში (რუსეთის იმპერია). მამის მხრიდან მისი წინაპრები გერმანელები იყვნენ, ხოლო დედის მხრიდან ლატვიელები. დაამთავრა კიევის უნივერსიტეტი. 1923–1956 წლებში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იყო, 1930-1932 წლებში იყო არქტიკული ინსტიტუტის დირექტორი, 1932–1939 წლებში „გლავსევმორპუტის“ უფროსი, 1939–1942 წლებში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. 1937 წელს ოტო შმიდტის ინიციატივით ჩამოყალიბდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის თეორიული გეოფიზიკის ინსტიტუტი (დირექტირი იყო 1949 წლამდე).

ძირითადი შრომები აქვს ალგებრაში. მისმა მონოგრაფიამ „ჯგუფთა აბსტრაქტული თეორია“ დიდი გავლენა მოახდინა ამ თეორიის განვითარებაზე. შმიდტი არის მოსკოვის ალგებრული სკოლის ფუძემდებელი და მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მას. 1940-იან წლებში წამოაყენა დედამიწისა და მზის სისტემის სხვა პლანეტების წარმოშობის ახალი კოსმოგონიური ჰიპოთეზა (შმიდტის ჰიპოთეზა), რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ამუშავებდა საბჭოთა მეცნიერთა ჯგუფთან ერთად. თუმცა შმიდტის ჰიპოთეზა მრავალმა მეცნიერმა უარყო.

ოტო შმიდტი აგრეთვე იყო არქტიკის მკვლევარი. 1929–1930 წლებში ხელმძღვანელობდა ექსპედიციებს ყინულმჭრელ გემზე „გიორგი სედოვი“, ამის შედეგად ფრანც-იოსების მიწაზე შეიქმნა პირველი სამეცნიერო კვლევითი სადგური, რომელმაც გამოიკვლია კარის ზღვის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილი, ჩრდილოეთის მიწის დასავლეთი ნაპირები, აღმოაჩინა მთელი რიგი კუნძულები. 1932 წელს ექსპედიციამ, რომელსაც შმიდტი ხელმძღვანელობდა, ყინულმჭრელ გემ „სიბირიაკოვით“, ერთ სანავიგაციო პერიოდში გაიარა არხანგელსკიდან წყნარ ოკეანემდე.

1933–1934 წლებში ოტო შმიდტი ხელმძღვანელობდა გემ „ჩელიუსკინის“ ნაოსნობას ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში, 1937 წელს მოდრეიფე სადგურ „ჩრდილოეთ პოლუს-1-ის“ ორგანიზების საჰაერო ექსპედიციას, 1938 წელს – ამ სადგურის პერსონალის („პაპანინელების“) ყინულის ბელტიდან მოხსნის ოპერაციას.

შმიდტის სახელი ეწოდა კუნძულს კარის ზღვაში, კონცხს ჩუკოტკის ზღვის სანაპიროზე, რაიონს მაგადანის ოლქის ჩუკოტკის ავტონომიურ ოკრუგში და სხვა.

დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, 3 სხვა ორდენით, აგრეთვე მედლებით.

თხზულებები

რედაქტირება
  • Избр. труды. Математика, М., 1959;
  • Избр. труды. Географические работы, М., 1960;
  • Избр. труды. Геофизика и космогония, М., 1960.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 14.
  • Дуэль И. И., Линия жизни, М., 1977;
  • Отто Юльевич Шмидт. Жизнь и деятельность, М., 1959.
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  2. 2.0 2.1 Историческая энциклопедия Сибири / под ред. В. А. ЛаминНовосибирск: 2009. — ISBN 5-8402-0230-4
  3. 3.0 3.1 3.2 Шмидт Отто Юльевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  4. Encyclopædia Britannica
  5. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  7. Munzinger Personen
  8. Find a Grave — 1996.
  9. 9.0 9.1 9.2 Czech National Authority Database
  10. Mathematics Genealogy Project — 1997.