არხანგელსკი
არხანგელსკი (რუს. Архангельск) — ქალაქი რუსეთის ფედერაციაში, არხანგელსკის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ჩრდილოეთ დვინის ორივე ნაპირსა და დელტის კუნძულებზე. დიდი საზღვაო და სამდინარო ნავსადგური და სარკინიგზო კვანძი. 2010 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 355,7 ათ. ადამიანს.[2]
ქალაქი | |||
---|---|---|---|
არხანგელსკი Архангельск | |||
არხანგელსკი | |||
| |||
ქვეყანა | რუსეთი | ||
ოლქი | არხანგელსკი | ||
შიდა დაყოფა | 9 მხარე | ||
კოორდინატები | 64°33′00″ ჩ. გ. 40°32′00″ ა. გ. / 64.55000° ჩ. გ. 40.53333° ა. გ. | ||
ადმინისტრაციის მეთაური | ვიქტორ პავლენკო[1] | ||
დაარსდა | 1584 | ||
პირველი ხსენება | 1584 | ||
ადრეული სახელები | ნოვოხოლმოგორი | ||
ამჟამინდელი სტატუსი | 1584 | ||
ფართობი | 294,42 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 3 მ | ||
მოსახლეობა | 355,7[2] კაცი (2010) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+3, ზაფხულში UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | +7 4162 | ||
საფოსტო ინდექსი | 163000-163071 | ||
საავტომობილო კოდი | 29 | ||
ოფიციალური საიტი | arhcity.ru | ||
არხანგელსკი დაარსდა ივანე IV-ის ბრძანებით 1584 წელს უკაცრიელ, ჭაობიან ადგილზე. 1613 წლამდე ცნობილია როგორც ნოვოხოლმოგორი. არხანგელსკი ეწოდა მიქელ მთავარანგელოზის (Архангел) მონასტრის (XII ს.) მიხედვით.
1693 წელს პეტრე I-მა კუნძულ სოლომბალზე ააგო ნავსაშენი და დააარსა საადმირალო. 1708 წელს შეიქმნა არხანგელსკის გუბერნია. მეფის რუსეთის დროს არხანგელსკი და არხანგელსკის გუბერნია პოლიტიკურ დამნაშავეთა გადასახლების ადგილი იყო. არხანგელსკმა დიდი როლი შეასრულა არქტიკისა და ჩრდილოეთ საზღვაო გზის ათვისებაში. სამეცნიერო და კულტურული ცენტრია. არქიტექტურულ ნაგებობათაგან აღსანიშნავია ქარვასლა (1668-1684, არქიტექტორი დ. სტარცევი), ახალი დვინის ციხესიმაგრე და სხვა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 616.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Результаты выборов мэра г. Архангельска
- ↑ 2.0 2.1 Населения города на момент последней переписи - 348 716 человек, включая подчиненные городу сельские поселения - 355 714 человек \\ Численность населения районов и городских населённых пунктов субъектов Российской Федерации დაარქივებული 2012-01-18 საიტზე Wayback Machine. , итоги переписи 2010 года