არხანგელსკის ოლქი

(გადამისამართდა გვერდიდან არხანგელსკი (ოლქი))

არხანგელსკის ოლქი - ოლქი რუსეთის ევროპული ნაწილის ჩრდილოეთით, მის შემადგენლობაშია ნენთა ავტონომიური ოკრუგი.

არხანგელსკის ოლქის გერბი

შეიქმნა 1937 წლის 23 სექტემბერს რსფსრ-ის ჩრდილოეთი ოლქის გაყოფის შემდეგ. შედის ჩრდილო-დასავლეთის ფედერალური ოკრუგის შემადგენლობაში. ფართობი 587 400 კმ2. მოსახლეობა 1262 ათასი კაცი (2009), სიმჭიდროვე - 2,1, , ქალაქის მოსახლეობის წილი - 73,4 %.

ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი არხანგელსკი.

მოსახლეობა

რედაქტირება

2002 წლის აღწერის მიხედვით ოლქში ცხოვრობს 1 294 993 კაცი (აქაც და შემდეგაც ნენთა ავტონომიური ოკრუგის გარეშე). მათ შორის:

ვიკინგების დროს ტერიტორია ცნობილი იყო ბიარმიის სახელით. XII საუკუნიდან ნოვგოროდის შემადგენლობაშია. XVIII საუკუნის დასაწყისიდან 1920-იანი წლების ბოლომდე არხანგელსკის გუბერნიის შემადგენლობაშია. 1929 წლის 14 იანვარს გაუქმდა არხანგელსკის, ვოლოგდისა და ჩრდილოეთის დვინის გუბერნიები და ჩამოყალიბდა ჩრდილოეთის მხარე. 15 ივლისს კი მხარის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ნენთა ეროვნული ოკრუგი (ამჟამად ნენთა ავტონომიური ოკრუგი).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება