კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი

უნივერსიტეტი უკრაინაში

კიევის უნივერსიტეტი ან შევჩენკოს უნივერსიტეტი (ოფიციალურად კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი; უკრ. Київський національний університет імені Тараса Шевченка) ― მდებარეობს უკრაინის დედაქალაქში, კიევში. უკრაინის მასშტაბით უდიდესი ეროვნული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც უკრაინის ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტი. კიევის ეროვნული უნივერსიტეტი მსოფლიოს 650 საუკეთესო უნივერსიტეტს შორისაა.[6] კეუ უკრაინაში მესამე უძველესი უნივერსიტეტია ლვივის უნივერსიტეტისა და ხარკივის უნივერსიტეტის შემდეგ. 2022 წლისთვის უნივერსიტეტი 15 დაწესებულებას (აკადემიურ განყოფილებას) და ხუთ ინსტიტუტს მოიცავს.

Київський національний університет імені Тараса Шевченка
დევიზი Utilitas honor et gloria, Utility Honor and Glory, Користь, честь і слава და სარგებელი, პატივი და დიდება
დაფუძნდა 1834
ატარებს სახელს ტარას შევჩენკო
დამფუძნებელი (-ები) ნიკოლოზ I
ტიპი საჯარო უნივერსიტეტი, კვლევითი უნივერსიტეტი, თავისუფალი გამომცემელი[1] და არქიტექტურული მემკვიდრეობის ძეგლი
რექტორი ვოლოდიმირ ბუჰროვი
სტუდენტი 25 000
მდებარეობა კიევი
ქვეყანა უკრაინა[1]
კავშირები უნივერსიტეტების დიდი ქარტია, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[2] , Enterprise Europe Network, ORCID[3] , ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო კავშირი[4] და უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია[5]
აფილაცია უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია
კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი — უკრაინა
კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი
http://www.univ.kiev.ua/

უნივერსიტეტი 1834 წელს რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა დააარსა,[7] როგორც კიევის ვლადიმირ I დიდის საიმპერიო უნივერსიტეტი, რის შემდეგაც სახელი რამდენჯერმე შეეცვალა. საბჭოთა კავშირის პერიოდში კეუ კავშირის სამ საუკეთესო უნივერსიტეტს შორის იყო, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად.

უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შორის არიან: ნიკოლაი ბუნგე, მიხაილ დრაგომანოვი, მიხეილ გრუშევსკი, ნიკოლაი ბერდიაევი, მიხაილ ბულგაკოვი, ივან შმალჰაუზენი, ფეოდოსი დობრაჟანსკი, ვიაჩესლავ ჩორნოვილი, ლეონიდ კრავჩუკი და სხვ.

რეიტინგი და თანამშრომლობა რედაქტირება

რეიტინგი რედაქტირება

2014-2017 წლებში Quacquarelli Symonds-ის უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგში 650 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის იყო დასახელებული.[8] 2009 წელს ჟურნალმა Delovoy ტარას შევჩენკოს უნივერსიტეტი უკრაინის საუკეთესო უნივერსიტეტად დაასახელა აკადემიური მიმართულებების სიძლიერის მიხედვით.[9] Compas-ის მიერ ჩატარებულ რეიტინგში უკრაინის 228 უნივერსიტეტს შორის ტარას შევჩენკოს უნივერსიტეტმა პირველი ადგილი დაიკავა უკრაინის შრომით ბაზარზე კურსდამთავრებულთა შესაბამისობის მაჩვენებლით.[10] Scopus-ის მიხედვით (2009), ყველა უკრაინულ უნივერსიტეტზე მაღალი მაჩვენებელი აქვს სამეცნიერო ნაშრომების რაოდენობით.[11] Webometrics-ის უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგში კეუ 8 000 უნივერსიტეტს შორის 1 110-ე ადგილზეა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 100 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის 63-ე ადგილზეა,[12] ხოლო უკრაინის მასშტაბით, წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულება.[13]

საერთაშორისო თანამშრომლობა რედაქტირება

კიევის ეროვნული უნივერსიტეტი 400-მდე უნივერსიტეტთან თანამშრომლობს და 40-მდე ქვეყნის უნივერსიტეტებთან გაცვლითი პროგრამები აქვს.[14] ქვემოთ მოცემულია პარტნიორი უნივერსიტეტების არასრული სია:

ქვეყანა უნივერსიტეტი ქვეყანა უნივერსიტეტი
  სომხეთი ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი   საბერძნეთი ათენის უნივერსიტეტი

თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი

  აზერბაიჯანი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი   იტალია ფლორენციის უნივერსიტეტი

მაჩერატის უნივერსიტეტი

  ბელარუსი ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტი   იაპონია რიუკოკუს უნივერსიტეტი

აოიამის უნივერსიტეტი

  ბელგია ლიეჟის უნივერსიტეტი   კორეა Wonkwang University
  კანადა მანიტობის უნივერსიტეტი   პოლონეთი ვარშვის უნივერსიტეტი
  ჩინეთი პეკინის უნივერსიტეტი

უხანის უნივერსიტეტი

  რუსეთი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  ჩეხეთი კარლის უნივერსიტეტი

მასარიკის უნივერსიტეტი

  ესპანეთი ვალენსიის უნივერსიტეტი
  საფრანგეთი პანთეონ-ასასის უნივერსიტეტი   გაერთიანებული სამეფო ლიდსის უნივერსიტეტი
  გერმანია მიუნხენის უნივერსიტეტი

ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი

  აშშ რატგერსის უნივერსიტეტი

პიტსბურგის უნივერსიტეტი

ორგანიზაცია და ადმინისტრაცია რედაქტირება

სკოლები და ფაკულტეტები რედაქტირება

უნივერსიტეტი 14 ფაკულტეტსა და 6 ინსტიტუტს მოიცავს:

  • ქიმიის ფაკულტეტი
  • კომპიუტერული მეცნიერებისა და კიბერნეტიკის ფაკულტეტი
  • გეოგრაფიის ფაკულტეტი
  • გეოლოგიის ინსტიტუტი
  • ეკონომიკის ფაკულტეტი
  • ინფორმაციულ ტექნოლოგიათა ფაკულტეტი
  • ისტორიის ფაკულტეტი
  • მექანიკისა და მათემატიკის ფაკულტეტი
  • ფილოსოფიის ფაკულტეტი
  • ფიზიკის ფაკულტეტი
  • რადიოფიზიკის, ელექტრონიკისა და კომპიუტერული სისტემების ფაკულტეტი
  • ფსიქოლოგიის ფაკულტეტი
  • სოციოლოგიის ფაკულტეტი
  • მომზადების ფაკულტეტი
  • სამართლის ინსტიტუტი[15]
  • ფილოლოფიის ინსტიტუტი
  • ჟურნალისტიკის ინსტიტუტი
  • საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი
  • სამხედრო ინსტიტუტი
  • სადოქტორო განათლების ინსტიტუტი
  • მაღალ ტექნოლოგიათა ინსტიტუტი
  • ბიოლოგიისა და მედიცინის ინსტიტუტი

სხვა ინსტიტუტები რედაქტირება

 
კიევის ეროვნული უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ფაკულტეტი
  • ტარას შევჩენკოს უნივერსიტეტის ასტრონომიული ობსერვატორია[16]
  • უკრაინული ჰუმანიტარული ლიცეუმმი[17]
  • უკრაინის კვლევების ცენტრი[18]
  • ტარას შევჩენკოს უნივერსიტეტის საინფორმაციო და კომპიუტერული ცენტრი[19] *ტარას შევჩენკოს უნივერსიტეტის კანივის ბუნებრივი ნაკრძალი-პარკი[20]
  • ღია უნივერსიტეტი – ონლაინ სასწავლო პროგრამები[21]
  • მაქსიმოვიჩის სამეცნიერო ბიბლიოთეკა[22]
  • რეგიონული Cisco ქსელური აკადემია[23] *კიევის ტარას შევჩენკოს უნივერსიტეტის სამეცნიერო პარკი[24]
  • ტარას შევჩენკოს უნივერსიტეტის სამეცნიერო და კვლევითი დეპარტამენტი[25]
  • უკრაინის ფიზიკა-მათემატიკის ლიცეუმი[26]
  • აკადემიკოს ო. ფომინის სახელობის საუნივერსიტეტო ბოტანიკური ბაღი

ცნობილი კურსდათავრებულები რედაქტირება

სახელმწიფოს, მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მეთაურები რედაქტირება

სახელმწიფო/მთავრობა სახელი თანამდებობა
  უკრაინა ლეონიდ კრავჩუკი დამოუკიდებელი უკრაინის პირველი პრეზიდენტი (1991–1994)
  უკრაინა პეტრო პოროშენკო უკრაინის პრეზიდენტი (2014–2019)
უკრაინის სახალხო რესპუბლიკა მიხეილ გრუშევსკი უკრაინის სახალხო რესპუბლიკის ცენტრალური რადის პრეზიდენტი (1917–1918)
უკრაინის სახალხო რესპუბლიკა ვოლოდიმირ ვინიჩენკო უკრაინის სახალხო რესპუბლიკის პირველი პრემიერ-მინისტრი (1917–1918) და უკრაინის დირექტორთა საბჭოს პირველი თავმჯდომარე (1918–1919)
  საქართველო მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი (2004–2008 და 2008–2013), ვარდების რევოლუციიის ლიდერი
  ლიეტუვა ანტანას მერკისი ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი (1939-1940)
  ისრაელი იცხაკ ბენ-ცვი ისრაელის მეორე პრეზიდენტი (1952–1963)
  ბელორუსიის სსრ იან გამარნიკი ბელარუსიის კომუნისტური პარტიის პირველი მდივარნი (1928–1929)
  უკრაინის სსრ ვალენტინა შევჩენკო უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესი პრეზიდიუმის თავმჯდომარე(1985–1990)
  გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გენადი უდოვენკო გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი (1997–1998)
  კენია ამმინა მოჰამედი გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის მდივანი, კენიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მდივანი (2013–2018)

რესურსები ინეტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Directory of Open Access Journals — 2003.
  2. https://eua.eu/about/member-directory.html
  3. https://web.archive.org/web/20231020113811/https://orcid.org/members
  4. https://web.archive.org/web/20221123144401/https://www.auf.org/les_membres/nos-membres/
  5. https://web.archive.org/web/20220525131836/https://www.iau-aiu.net/Members
  6. QS World University Rankings 2019 en. ციტირების თარიღი: 2022-02-13
  7. To the University’s 175th Anniversary. ციტირების თარიღი: 2022-02-13
  8. Taras Shevchenko National University of Kyiv.
  9. Delovoy from 26.03.2009. University ranking 2009 ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-03. ციტირების თარიღი: 2022-03-14.
  10. Ranking by Compas ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-28. ციტირების თარიღი: 2022-03-14.
  11. Ranking by Scopus uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-15. ციტირების თარიღი: 2022-03-14.
  12. Top Eastern Europe. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-08. ციტირების თარიღი: 2022-03-14.
  13. University Ranking in Ukraine // Webometrics Ranking of World Universities დაარქივებული 2010-04-26 საიტზე Wayback Machine.
  14. Подготовительное отделение. ციტირების თარიღი: 7 July 2015
  15. Створено Інститут права.
  16. Astronomical Observatory of Kyiv National University named after Taras Shevchenko uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-02. ციტირების თარიღი: 7 July 2015
  17. Український гуманітарний ліцей. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ივლისი 2007. ციტირების თარიღი: 7 July 2015
  18. ЦЕНТР УКРАИНОВЕДЕНИЯ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 იანვარი 2020. ციტირების თარიღი: 14 მარტი 2022.
  19. ICC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 7 July 2015
  20. Канівський природний заповідник. Канівський природний заповідник. ციტირების თარიღი: 7 July 2015
  21. www.univ.kiev.ua. KNU OU. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 მაისი 2017. ციტირების თარიღი: 7 April 2017
  22. Maksymovych Scientific Library. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 7 July 2015
  23. Мережева Академія Cisco :: Новини. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ივლისი 2019. ციტირების თარიღი: 7 July 2015
  24. Science Park Kyiv National Taras Shevchenko University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 7 July 2015
  25. Науково-дослідна частина Київського університету. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 7 July 2015
  26. Український фізико-математичний ліцей КНУ ім. Т. Шевченка. ციტირების თარიღი: 7 July 2015