უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია
უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია (ინგლ. International Association of Universities (IAU) ) — უმაღლესი განათლების სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს წევრები. იგი მოიცავს 130-ზე მეტი ქვეყნის 600-ზე მეტ უმაღლეს სასწავლებელს და ორგანიზაციას.[1] IAU არის იუნესკოს ოფიციალური პარტნიორი. [2] მისი სამდივნო დაფუძნებულია პარიზში და მდებარეობს იუნესკოს შტაბ-ბინაში.
უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია | |
---|---|
შეიქმნა | 1950 |
ტიპი | არასამთავრობო |
ქალაქი | პარიზი, საფრანგეთი |
www.iau-hesd.net |
ისტორია
რედაქტირებაუნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია შეიქმნა იუნესკოს ეგიდით 1950 წლის 9 დეკემბერს ნიცაში, უნივერსიტეტების საერთაშორისო კონფერენციის დროს. მისი მიზანი იყო და რჩება მსოფლიოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის წახალისება.
მმართველობა
რედაქტირებაასოციაციის მმართველი ორგანოებია გენერალური ასამბლეა და ადმინისტრაციული საბჭო. გენერალური კონფერენცია, რომელიც იმართება ხუთ წელიწადში ერთხელ, კენჭისყრით ირჩევს ადმინისტრაციულ საბჭოს, რომელიც შედგება პრეზიდენტისა და 14 წევრისაგან.[3] სამდივნო ახორციელებს მმართველი ორგანოების მიერ მიღებულ სტრატეგიას.
წევრები
რედაქტირება2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია ითვლის 600-ზე მეტ წევრს (დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, ფილიალებსა და ასოცირებულ კომპანიებს) მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ IAU - International Association of Universities - Building a Worldwide Higher Education Community.
- ↑ International Association Of Universities.
- ↑ The Editors of Encyclopaedia Britannica (2024). "International Association of Universities." The Encyclopaedia Britannica, retrieved online 11.02.2024.