არასამთავრობო ორგანიზაცია

არასამთავრობო ორგანიზაცია, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაცია, ასევე - სამოქალაქო ორგანიზაცია, იშვიათად გამოიყენება ასევე მესამე სექტორი (ინგლ. Non-governmental organization, შემოკლებით - ინგლ. NGO [ენჯეო]) — მოქალაქეთა ნებაყოფლობითი გაერთიანება საერთო ინტერესებისა და მიზნების საფუძველზე.

ვიკიმანია - ვიკიმედიის მოძრაობის (მშობელი ორგანიზაცია - ფონდი ვიკიმედია) ყრილობის ფოტოსურათი. ამერიკული არაკომერციული საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც მატერიალურად უზრუნველყოფს მთელ რიგ ინტერნეტ-პროექტებს (რომლებიც ქმნიან თავისუფალი გავრცელების ლიტერატურას) და მათში ასრულებენ მმართველის ფუნქციებს, მათ შორის ყველაზე ცნობილი პროექტი - ონლაინ ენციკლოპედია ვიკიპედია.

არასამთავრობო ორგანიზაცია არის კერძო ინსტიტუტი ან ორგანიზაცია, რომლის მთავარი მახასიათებელი არის მთავრობისაგან დამოუკიდებლობა. სულ 40,000-მდე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა. ქვეყნის დონეზე ეს რიცხვი კიდევ უფრო მაღალია: საქართველოში დაახლოებით 10 000 არასამთავრობო ორგანიზაციაა[1], აშშ-ში დაახლოებით 1,500 000 [2], რუსეთში 277,000[3], ინდოეთში კი — დაახლოებით 3,3 მილიონი[4].

ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც შეიძლება მიჩნეული იყოს არასამთავრობო ორგანიზაციად, იყო ილია ჭავჭავაძის მიერ დაარსებული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება.

განვითარებად ქვეყნებში საკმაოდ ხშირად მთავრობა ცდილობს სამოქალაქო საზოგადოებისა ან სამოქალაქო ჯგუფების არსებობის ან ქცევის ილუზიის შექმნას, რისთვისაც ქმნიან გონგოებს - ორგანიზაციებს, რომლებიც შექმნილია ან დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ სამოქალაქო საზოგადოებისა ან სამოქალაქო ჯგუფების არსებობის ან ქცევის ილუზიის შექმნის მიზნით საკუთარი პოლიტიკური ამოცანების მისაღწევად ქვეყნის შიგნით ან საერთაშორისო ასპარეზზე[5].

არასამთავრობო ორგანიზაციების ტიპები

რედაქტირება

არასამთავრობო ორგანიზაციების ტიპები განსხვავდება მიმართულებისა და თანამშრომლობის დონის მიხედვით.

მიმართულების მიხედვით:

  • საქველმოქმედო
  • მომსახურებითი
  • საზოგადო
  • უფლებამოსილი
  • კულტურული

თანამშრომლობის დონეების მიხედვით:

  • თემზე დაფუძნებული
  • საქალაქო
  • ეროვნული
  • საერთაშორისო

საქართველოს კანონმდებლობა

რედაქტირება

საქართველოს კანონმდებლობით არასამთავრობო ორგანიზაცია არის არასამეწარმეო (არაკომერციული) პირი. არასამეწარმეო (არაკომერციული) პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. მისი მიზანია არასამეწარმეო საქმიანობა.[6]

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში

რედაქტირება

საქართველოში რეგისტრირებულია 10 000 არასამთავრობო ორგანიზაცია[7]. არასამთავრობო ორგანიზაციები სხვადასხვა ამოცანასა და საკითხზე მუშაობენ, მათ შორის: ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, საქართველოს ატლანტიკური საბჭო, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი (EPRC), საზოგადოება და ბანკები, საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), მედიის განვითარების ფონდი (MDF). ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და სხვები.

საქართველოში ასევე ოპირირებენ საერთაშორისო და ადგილობრივი ფონდები: ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო, EWMI, USAID, GIZ, ADA, ევროპის ლიბერალური ფორუმი, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი, კონრად ადენაუერის ფონდი, ფრიდრიხ ებერტის ფონდი, ჰაინრიხ ბიოლის ფონდი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), NDI.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება