ერნსტ რუდოლფ ფონ ტრაუტფეტერი

ერნსტ რუდოლფ ფონ ტრაუტფეტერი (გერმ. Ernst Rudolf von Trautvetter; დ. 20 თებერვალი, 1809, მიტავა, ახლანდ. ელგავა — გ. 24 იანვარი, 1889, სანქტ-პეტერბურგი) — რუსეთში მოღვაწე გერმანელი ბოტანიკოსი. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დოქტორი (1839). პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1837). დაიბადა თავადაზნაურთა ოჯახში. 1831 წელს ოქროს მედლითა და ბოტანიკის კანდიდატის ხარისხით დაამთავრა დერპტის (დღ. ტარტუს) უნივერსიტეტი. 1833 წელს დაიცვა დისერტაცია და ლექციების წაკითხვის უფლება მიიღო კენიგსბერგის უნივერსიტეტში როგორც პრივატ-დოცენტმა. 1835 მიიღო ფილოსოფიის დოქტრორის ხარისხი. იყო წმინდა ვლადიმერის უნივერსიტეტის ბოტანიკის კათედრის ორდინარული პროფესორი (1838–1850), ფილოსოფიის ფაკულტეტის ფიზიკა-მათემატიკის განყოფილების დეკანი (1841–1842, 1843–1847), რექტორი (1847–1859), უნივერსიტეტის ბოტანიკური ბაღის დამაარსებელი და პირველი დირექტორი (1841–1852). გარდაიცვალა პეტერბურგში, დაკრძალულია იქვე.[4]

ერნსტ რუდოლფ ფონ ტრაუტფეტერი
დაბ. თარიღი 20 თებერვალი, 1809(1809-02-20)
დაბ. ადგილი ელგავა
გარდ. თარიღი 24 იანვარი, 1889(1889-01-24) (79 წლის)
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საქმიანობა ბოტანიკოსი[1] და პტერიდოლოგისტი
მუშაობის ადგილი დერპტის უნივერსიტეტი, კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი[2] , Belarusian State Agricultural Academy[2] და სანქტ-პეტერბურგის ბოტანიკური ბაღი[2]
ალმა-მატერი დერპტის უნივერსიტეტი[2]
მამა იაჰან ერნსტ კრისტიან ტრაუტფეტერი
ჯილდოები ბაერის მედალი[3]
ხელმოწერა
  1. Deutsche Nationalbibliothek Record #12150543X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 О приобретении гербария Р.Э. Траутфеттера Императорским Санкт-Петербургским ботаническим садом, On the Obtainment of Ernst Rudolf von Trautvetter’s Private Herbarium by the St. Petersburg Imperial Botanical Garden // Историко-биологические исследования — 2014. — Т. 6, вып. 3. — С. 90–94. — ISSN 2076-8176; 2500-1221
  3. Манойленко К. В. Награды имени академика К.М. Бэра: история основания, значение, Awards Named for the Academician Karl von Baer: A History of Their Foundation and Significance // Историко-биологические исследования — 2014. — Т. 6, вып. 1. — С. 26–47. — ISSN 2076-8176; 2500-1221
  4. Траутфеттер Эрнест Рудольф Эрнестович. Киевский национальный университет имени Тараса Шевченко. ციტირების თარიღი: 12 აპრილი, 2021