პეტრო პოროშენკო
პეტრო პოროშენკო (უკრ. Петро Олексійович Порошенко; დ. 26 სექტემბერი, 1965, ბოლგრადი)[1] — უკრაინელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ბიზნესმენი, მილიარდერი. ქვეყნის პრეზიდენტი 2014-2019 წლებში. Forbes-ის უკანასკნელი მონაცემებით (მარტი 2014), უკრაინის უმდიდრეს ადამიანებს შორის მას მე-7 ადგილი უჭირავს $1,3 მილიარდით[2]. VII მოწვევის უკრაინის სახალხო დეპუტატი, უფრაქციო. „უკრპრომინვესტის“ დამაარსებელი და საპატიო პრეზიდენტი. მართლმადიდებელი[3].
პეტრო პოროშენკო | |
უკრაინის მე-5 პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
7 ივნისი, 2014 – 20 მაისი, 2019 | |
პრემიერ-მინისტრი | ვლადიმერ გროისმანი |
წინამორბედი | ალექსანდრე ტურჩინოვი |
მემკვიდრე | ვოლოდიმირ ზელენსკი |
ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
23 მარტი, 2012 – 24 დეკემბერი, 2012 | |
პრემიერ-მინისტრი | მიკოლა აზაროვი |
წინამორბედი | ანდრეი კლიუიევი |
მემკვიდრე | იგორ პრასოლოვი |
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
9 ოქტომბერი, 2009 – 11 მარტი, 2010 | |
პრემიერ-მინისტრი | იულია ტიმოშენკო ალექსანდრე ტურჩინოვი |
წინამორბედი | ვლადიმირ ხანდოგი |
მემკვიდრე | კონსტანტინ გრიშჩენკო |
დაბადებული | 26 სექტემბერი, 1965 ბოლგრადი, უკრაინა |
პოლიტიკური პარტია | სოლიდარობა |
მეუღლე | მარინა პოროშენკო |
შვილები | 4 |
განათლება | კიევის უნივერსიტეტი |
რელიგია | მართლმადიდებელი |
საიტი | http://www.poroshenko.com.ua/ |
უკრაინის სახალხო დეპუტატი 1998-2005 და 2006- 2007 წლებში. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი 2005 წლის თებერვალ-დეკემბერში. უკრაინის ეროვნული ბანკის თავმჯდომარე 2007-2012 წლებში. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი 2009-2010 წლებში. ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრი 2012 წლის მარტ-დეკემბერში.
პოლიტიკური კარიერა დაიწყო 1998 წელს როდესაც გახდა უმაღლესი რადის წევრი. 2014 წელს ევრომაიდანის დროს მხარი პროტესტანტებს დაუჭირა. მონაწილეობა მიიღო 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელშიც წინასწარი მონაცემების საფუძველზე გამარჯვებას მიაღწია. 2019 წელს მეორე ტურში დამარცხდა ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაჰყავს მეუღლე მარინა პოროშენკო და ოთხი შვილი: ალექსეი (1985), ევგენია (2000), ალექსანდრა (2000) და მიხეილი (2001). ევგენიას და ალექსანდრას ნათლიები არიან ვიქტორ იუშჩენკო და ოქსანა ბილოზირი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Порошенко, Петр — министр экономического развития и торговли Украины. Лента.ру. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-07. ციტირების თარიღი: 2014-05-26.
- ↑ 9 богатейших украинцев в рейтинге Forbes-2014 | Forbes.ru
- ↑ Петр Порошенко ходил вокруг храма в стихаре