რუსეთის მეცნიერებათა აკადემია
რუსეთის მეცნიერებათა აკადემია (რუს. Российская академия наук, РАН) — რუსეთის ფედერაციის უმაღლესი სამეცნიერო ორგანიზაცია, საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებების დარგებში ფუნდამენტური კვლევების წამყვანი ცენტრი ქვეყანაში. დაარსდა როგორც პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემია 1724 წელს, იმპერატორ პეტრე I-ის გადაწყვეტილებით. დაარსებიდანვე ის იყო არაკომერციული სახელმწიფო დაწესებულება, განსხვავებით დასავლეთევროპული მოდელებისგან. 1747 წლიდან მეცნიერებათა და მხატვრობათა საიმპერატორო აკადემიად გადაკეთდა. დღევანდელი სახელი 1917 წელს მიიღო, ხოლო საბჭოთა ხანაში (1924-1991 წწ.) სსრკ მეცნიერებათა აკადემია ეწოდებოდა.
რუსული სახელმწიფო მეცნიერებათა აკადემიების სისტემის რეორგანიზაციის ფარგლებში 2013 წლის სექტემბერს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიას შეუერთეს ორი სხვა სახელმწიფო აკადემია — რუსეთის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემია და რუსეთის სოფლის სამეურნეო მეცნიერებათა აკადემია.[1] მათთან ერთად, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიას ჰყავს 1873 ცოცხალი რუსი წევრი (ნოემბერი 2024). მათ შორის 802 აკადემიკოსი, 1071 წევრი-კორესპონდენტი და ასევე ~430 უცხოელი წევრი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ რუსეთის ფედერაციის კანონი №253-ФЗ, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-07. ციტირების თარიღი: 2016-12-18.