ბელორუსული საბჭოთა ენციკლოპედია
ბელორუსული საბჭოთა ენციკლოპედია (ბელარ. Белару́ская Саве́цкая Энцыклапе́дыя) — უნივერსალური ენციკლოპედია ბელორუსულ ენაზე 12 ტომად, გამოიცა მინსკში 1969—1975 წლებში. ესაა ბელორუსულ ენაზე პირველად დაბეჭდილი აკადემიური ენციკლოპედია.
ისტორია
რედაქტირებაენციკლოპედიის შედგენაში ხუთი ათასზე მეტმა ავტორმა, მათ შორის, ბელორუსიის მეცნიერებათა აკადემიის 125-მა აკადემიკოსმა და წევრ-კორესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა, ამას გარდა, სსრკ მეცნიერებათა აკადემიამ და მეცნიერებათა დარგობრივმა აკადემიამ, 344-მა მეცნიერებათა დოქტორმა და პროფესორმა, 1650-მა მეცნიერებათა კანდიდატმა შეიტანა თავისი წვლილი. ავტორთა 85% ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ბელორუსიის სსრ-ში.
აღწერილობა
რედაქტირებათერთმეტი ტომი სტატიებსა და დამატებებს შეიცავს (11 ტომი), მე-12 თემატურ ტომს წარმოადგენს და ბელორუსიის სსრ-ს ეძღვნება. ენციკლოპედიაში სტატიათა საერთო რაოდენობაა 34 409, აქედან ბელორუსულ თემატიკას დაახლოებით 40% ეძღვნება. 6 ათასამდე სტატია ისტორიას ეთმობა, 10 ათასამდე სტატია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, დაახლოებით 6,7 ათასი სტატია გეოგრაფიას, 6,8 ათასამდე კულტურას, ხოლო 7 ათასამდე სტატია ბიოგრაფიულია. თორმეტ ტომში 112 ფერადი ჩანართია (1554 ილუსტრაცია და 172 რუკაა), 215 შავ-თეთრი ჩანართია (3002 ილუსტრაცია), დაახლოებით 8 ათასი ილუსტრაცია და 500 რუკაა ტექსტებში.
სხვა საბჭოთა ენციკლოპედიები
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებაწყაროები
რედაქტირება- Ад рэдакцыйнай калегіі // ბელორუსული საბჭოთა ენციკლოპედია. — მინსკი : ბელენ., ტ.12