თურქმენული საბჭოთა ენციკლოპედია
თურქმენული საბჭოთა ენციკლოპედია (თურქმ. Түркмен совет энциклопедиясы) — პირველი უნივერსალური ენციკლოპედია თურქმენულ ენაზე. გამოცემულია აშხაბადში 1974-1989 წლებში თურქმენული საბჭოთა ენციკლოპედიის რედაქციის მიერ 10 ტომად. თურქმენული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორებია: პ. აზიმოვი (1 ტომი) და ნ. ათამამედოვი (2-10 ტტ.). ათტომეულის საფუძველზე 1983 წელს მომზადდა და გამოიცა ერთტომეული „თურქმენეთის სსრ“, ერთი წლის თავზე კი, 1984 წელს, იგივე გამოცემა რუსულ ენაზეც გამოვიდა. ენციკლოპედია მოიცავს ცოდნის თითქმის ყველა დარგს, თუმცა პოლიტიკური და სოციალური ხასიათის სტატიებს კომუნისტური იდეოლოგიის კვალი ემჩნევა.