ციმბირული საბჭოთა ენციკლოპედია

ციმბირული საბჭოთა ენციკლოპედია (ცსე) — რუსულენოვანი ენციკლოპედიური გამოცემა ციმბირის, შორეული აღმოსავლეთისა და ურალის გეოგრაფიაზე, დემოგრაფიასა და სოციალური მდგომარეობაზე.

ცსი-ის პირველი ტომის თავფურცელი

ციმბირული საბჭოთა ენციკლოპედია სსრკ-ის რეგიონული ენციკლოპედიების წინამორბედად შეიძლება ჩაითვალოს. თავდაპირველად ციმბირული ენციკლოპედიის გამოცემის საკითხი 1919 წელს დაისვა ტომსკში „ციმბირის კვლევის ინსტიტუტის“ მიერ. ამ ინიციატივას მხარს უჭერდა თეთრგვარდიელთა მოძრაობის ხელმძღვანელი ალექსანდრ კოლჩაკი. დასახული პროგრამის გახორციელება 1920 წელს დაიწყო, თუმცა საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამ პროექტი დახურა. 1926 წელს განათლებულ წრეებში ფუნდამენტურ შრომაზე ლაპარაკი განახლდა და უკვე ერთი წლის თავზე, 1927 წლის აპრილში, ორგბიურო შეიკრიბა და ადგილობრივი მეცნიერებისგან რედკოლეგია დამტკიცდა.

პირველი ტომი გაზეთ „პრავდასთან“ ერთად გამოიცა 10 000-იანი ტირაჟით, ხოლო მომდევნო ორი გაერთიანებულმა გამომცემლობა „ოგიზმა“ გამოსცა. 1929-32 წლებში ნოვოსიბირსკში 3 ტომი დაიბეჭდა, დაგეგმილი ორი ძირითადი და ერთი დამატებითი ტომის დაბეჭდვა კი ვეღარ მოხერხდა, რადგან გამოცემა დაიხურა. ენციკლოპედიის რედკოლეგიაში 500-ზე მეტი ადამიანი იყო გაერთიანებული.

დაგეგმილი მეოთხე ტომის გამოცემა მხოლოდ 1992 წელს ნიუ-იორკში მოხერხდა გადარჩენილი მიკროფირისა და სასიგნალო ეგზემპლარების წყალობით, რომლებიც თავის დროზე სარედაქციო კოლეგიის წევრებისთვის ჰქონდათ დარიგებული.

შემადგენლობა

რედაქტირება

ენციკლოპედია ცოდნის თითქმის ყველა სფეროს მოიცავს, მაგრამ ფაქტების წყობისა და შინაარსის გადმოცემის მხრივ მარქსიზმ-ლენინიზმის საგრძნობი გავლენა ემჩნევა.

ტომი დასახელება გამოცემის წელი
1 А — Ж (Аба — Жуя) 1929
2 З — К (Забайкалье — Кяхту) 1930-1931
3 Л — Н (лабаз — Някшинда) 1932
4 О — С (Обдорск — съезды) 1992
5 Т — Я
6 დამატებითი ტომი

სხვა საბჭოთა ენციკლოპედიები

რედაქტირება
დედნისეული დასახელება ქართული დასახელება ტომთა რაოდენობა გამოცემის წლები
Українська радянська енциклопедія უკრაინული საბჭოთა ენციკლოპედია 17 1927—1934 ; 1959—1965 ; 1978—1985
Ўзбек совет энциклопедияси უზბეკური საბჭოთა ენციკლოპედია 14 1971—1980
Հայկական սովետական հանրագիտարան სომხური საბჭოთა ენციკლოპედია 13 1974—1987
Беларуская савецкая энцыклапедыя ბელორუსული საბჭოთა ენციკლოპედია 12 1969—1975
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ქართული საბჭოთა ენციკლოპედია 12 1975—1987
Latvijas padomju enciklopēdija ლატვიური საბჭოთა ენციკლოპედია 11 1981—1988
Азәрбајҹан Совет Енсиклопедијасы აზერბაიჯანული საბჭოთა ენციკლოპედია 10 1976—1987
Қазақ кеңес энциклопедиясы ყაზახური საბჭოთა ენციკლოპედია 10 1972—1978
Lietuviškoji tarybinė enciklopedija ლიტვური საბჭოთა ენციკლოპედია 13 1976—1985
Түркмен совет энциклопедиясы თურქმენული საბჭოთა ენციკლოპედია 10 1974—1989
Енчиклопедия советикэ молдовеняскэ მოლდავური საბჭოთა ენციკლოპედია 8 1970—1981
Энциклопедияи советии тоҷик ტაჯიკური საბჭოთა ენციკლოპედია 8 1978—1988
Eesti nõukogude entsüklopeedia ესტონური საბჭოთა ენციკლოპედია 8 ; 10+5 1968—1976 ; 1985—2006
Кыргыз Совет Энциклопедиясы ყირგიზული საბჭოთა ენციკლოპედია 6 1976—1980
Сибирская советская энциклопедия ციმბირული საბჭოთა ენციკლოპედია 4(დაგეგმ: 6) 1929—1933

ლიტერატურა

რედაქტირება
  • О. И. Блинова , В. В. Палагина «„Сибирская советская энциклопедия“ как источник диалектной лексикографии», Томск: Томский университет, 1979.