ტოლუი (დ. 1192 — გ. 1232) — ჩინგიზ-ყაენისა და მისი მთავარი ცოლის, ბორტეს მეოთხე ვაჟი, მონღოლთა სარდალი.

ტოლუი
დაბადების თარიღი 1192
გარდაცვალების თარიღი 1232
შვილ(ებ)ი მუნქე
ყუბილაი
ჰულაგუ-ხანი
მშობლები მამა: ჩინგიზ-ყაენი
დედა: ბორტე

მონღოლებმა სწორედ ტოლუის სარდლობით დაიწყეს ირანის დაპყრობა. 1221 წელს ხორასანი დაიკავეს, იმავე წელს, ტოლუიმ ნიშაბურსა და მერვში მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა მოაწყო.

1227 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ დროებით დაიკავა ტახტი და 2 წელიწადში მხარი დაუჭირა თავის უფროს ძმას, უგედეის დიდ ყაენად არჩევაში. უგედეის მმართველობის პერიოდში ცხოვრობდა ყარაყორუმში და აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფო საქმეებში.

ტოლუი 1232 წელს, 40 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ვაჟებიდან 2, მუნქე და ყუბილაი იყვნენ მონღოლთა დიდი ყაენები, ხოლო უმცროსმა, ჰულაგუმ, საფუძველი დაუდო ილხანთა სახელმწიფოს.

ტოლუის შთამომავლები, ყუბილაის შტოდან, იუანის დინასტიასა და ჩრდილოეთ იუანს მართავდნენ 1279-1368 და 1368-1644 წლებში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • The secret history of the Mongols
  • William Bayne Fisher, John Andrew Boyle, Ilya Gershevitch, Ehsan Yar The Cambridge History of Iran, p.313
  • Mote, Frederick W. Imperial China 900-1800, p.447
  • Kahn, Paul; Cleaves, Francis Woodman. The Secret History of the Mongols, p.xxvi
  • Weatherford, Jack. Genghis Khan and the making of the modern world, p.169