მუნქე (დ. 1208 — გ. 11 აგვისტო, 1259, ჩუნცინი) — მონღოლთა იმპერიის მე-4 დიდი ყაენი, ტოლუის ვაჟი, ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილი.

მუნქე-ყაენი
მონღოლთა იმპერიის მე-4 დიდი ყაენი
მმართ. დასაწყისი: 1 ივლისი, 1251
მმართ. დასასრული: 11 აგვისტო, 1259
წინამორბედი: გუიუქი
მემკვიდრე: ყუბილაი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1208
გარდ. თარიღი: 11 აგვისტო, 1259
გარდ. ადგილი: ჩუნცინი
დინასტია: ჩინგიზიდები
მამა: ტოლუი
დედა: სორხაჰტანი

ტახტზე ავიდა 1251 წელს, ბათო-ყაენის მხარდაჭერით. მუნქე ცდილობდა მმართველობის ცენტრალური აპარატის განმტკიცებას, ვაჭრობისა და ხელოსნობის მოწესრიგებას, დამპყრობლურ ლაშქრობათა გაგრძელებას. 1250-იან წლებში, მუნქეს დახმარებით მისმა ძმამ, ჰულაგუმ დაასრულა ირანის, ერაყისა და სირიის დაპყრობა, ასევე აბასიანთა 500 წლიანი ბატონობა ბაღდადში. მონღოლებმა 1259 წელს დაიწყეს სამხრეთ ჩინეთის სახელმწიფოს, სუნის დინასტიის დამორჩილება. მუნქე გარდაიცვალა ჩინეთში ლაშქრობის დროს. მუნქეს გარდაცვალებას მალევე მოჰყვა მის ძმებს შორის დაპირისპირება, რომელიც ტოლუიდების ომის სახელითაა ცნობილი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება