გუიუქი (დ. 19 მარტი, 1206 — გ. 20 აპრილი, 1248) — მონთოლთა მე-3 დიდი ყაენი 1246-1248 წლებში, უგედეის ვაჟი, ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილი. მის კორონაციას დაესწრნენ რომის პაპის წარმომადგენლები, მათ შორის ყველაზე ცნობილი, იტალიელი მოგზაური — პლანო კარპინი.

გუიუქ-ყაენი
Гүюг хаан
მონღოლთა იმპერიის მე-3 დიდი ყაენი
მმართ. დასაწყისი: 24 აგვისტო, 1246
მმართ. დასასრული: 20 აპრილი, 1248
წინამორბედი: უგედეი
მემკვიდრე: მუნქე
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 19 მარტი, 1206
გარდ. თარიღი: 20 აპრილი, 1248
მეუღლე: ოღულ ქაიმიში
შვილები: ხოჯა
ნაქუ
დინასტია: ჩინგიზიდები
მამა: უგედეი-ყაენი
დედა: დორეღენე ხათუნი

გუიუქი არ იყო ხალხისთვის საპატიო მმართველი. მონღოლი ისტორიკოსების მტკიცებით, ის ნესტორიანიზმის მიმდევარი იყო. 1247 წელს საქართველოს ტახტზე 2 მეფე, დავით ულუ და დავით ნარინი დაამტკიცა. ცდილობდა ხელისუფლების განმტკიცების ხარჯზე ყურულთაის დაჩრდილვას. რელიგიური შეხედულებების გამო გამოუჩნდა ბევრი მტერი. 1248 წლის 20 აპრილს გარდაიცვალა. მისი აღსასრულის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ვარაუდით, ის მოწამლეს მისი ბიძაშვილის, შიბანის დავალებით. მის შემდეგ მონღოლთა დიდი ყაენის ტიტული უბოძეს მუნქეს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება