ჯოვანი და პიან დელ კარპინე, ან პლანო კარპინი (დ. 1182 — გ. 1252) — იტალიელი მოგზაური.

პლანო კარპინის მოგზაურობა

პლანო კარპინიმ მოგზაურობა, რომელიც 1245-1247 წლებს მოიცავს, საფრანგეთიდან დაიწყო, გადალახა მთელი ევროპა, ჩავიდა კიევის რუსეთში და აქედან გაემართა ოქროს ურდოს ყაენის, ბათუს კარზე. საბოლოოდ კი ის მოხვდა მონღოლეთში, ყარაყორუმში, დიდი მონღოლი გუიუქ-ყაენის კარზე. კარპინიმ ყაენს პაპის წერილი გადასცა, ხოლო მისგან საპასუხო წერილი წამოიღო, რომელიც მონღოლურ, სპარსულ და არაბულ ენებზე იყო შედგენილი.

კარპინიმ თავისი მოგზაურობა აღწერა წიგნში „ისტორიული ჩანაწერები“, რომელიც ამ ჟანრის ერთ-ერთი პირველი თხზულება იყო და რომელსაც მოგვიანებით ეწოდა „ისტორია მონღოლთა, რომლებსაც თათრებს ვუწოდებთ“. აქვს ცნობები ყაენის კარზე ქართველი უფლისწულების (დავით ულუსა და დავით ნარინის) ყოფნის შესახებ.

ლიტერატურა რედაქტირება

  • კიღურაძე ნ., სანიკიძე გ., გორდეზიანი ლ., ოთხმეზური გ., ფირცხალავა ლ., ისტორია (მოსწავლის წიგნი), თბ., 2012

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება