ტერმინს „ხანი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ხანი.

ხანი (თურქ. Han, kaan; მონღ. Хан — „ხელისუფალი“, „მონარქი“) — თურქული და მონღოლური ტიტული. თავდაპირველად აღნიშნავდა ტომის ბელადს (მაგ. ირანისა და ავღანეთის მომთაბარე ტომებში). სელჩუკთა და ხვარაზმშაჰების დროს იყო თავადის ტიტული. მონღოლეთის იმპერიაში XIII-XIV საუკუნეებშიულუსის გამგებელი. სახელმწიფოებში, რომლებიც წარმოიქმნენ მონღოლეთის იმპერიის დაცემის შემდგომ, ხანი ხელმწიფის ტიტული იყო, ოსმალეთის იმპერიაშისულთნის ტიტული. ირანში სეფიანთა დროს ხანი იყო ოლქის გამგებელი, ასევე სამხედრო-ფეოდალურ დიდგვაროვანთა ერთ-ერთი ტიტული.

ლიტერატურა

რედაქტირება