უზბეკეთის ოლქები
უზბეკეთი იყოფა 12 ოლქად (viloyatlar, მხოლობითში - viloyat ვილაიეთი), 1 ავტონომიურ რესპუბლიკად და 1 დამოუკიდებელ ქალაქად. ეს რეგიონები ჩამოთვლილია ქვემოთ. რეგიონები თავის მხრივ იყოფა 160 რაიონად (tumanlari, მხოლობითში tuman თუმანი).
ოლქი | ადმინისტრაციული ცენტრი | ფართობი (კმ²) |
მოსახლეობა (2015)[1] | ნომერი |
---|---|---|---|---|
ანდიჟანის ოლქი Andijon Viloyati |
ანდიჟანი Andijon |
4,200 | 2,857,300 | 2 |
ბუხარის ოლქი Buxoro Viloyati |
ბუხარა Buxoro |
39,400 | 1,785,400 | 3 |
ფერღანის ოლქი Fargʻona Viloyati |
ფერღანა Fargʻona |
6,800 | 3,444,900 | 4 |
ჟიზაკის ოლქი Jizzax Viloyati |
ჟიზაკი Jizzax |
20,500 | 1,250,100 | 5 |
ყარაყალპაკეთის რესპუბლიკა ყარაყალპაკეთურად: Qaraqalpaqstan Respublikasiʻ უზბეკ.: Qoraqalpogʻiston Respublikasi |
ნუკუსი No‘kis Nukus |
160,000 | 1,763,100 | 14 |
კაშკადარიოს ოლქი Qashqadaryo Viloyati |
კარში Qarshi |
28,400 | 2,958,900 | 8 |
ხორეზმის ოლქი Xorazm Viloyati |
ურგენჩი Urganch |
6,300 | 1,715,600 | 13 |
ნამანგანის ოლქი Namangan Viloyati |
ნამანგანი Namangan |
7,900 | 2,554,200 | 6 |
ნავოის ოლქი Navoiy Viloyati |
ნავოი Navoiy |
110,800 | 913,200 | 7 |
სამარყანდის ოლქი Samarqand Viloyati |
სამარყანდი Samarqand |
16,400 | 3,514,800 | 9 |
სურხანდარიის ოლქი Surxondaryo Viloyati |
თერმეზი Termiz |
20,800 | 2,358,300 | 11 |
სირდარიის ოლქი Sirdaryo Viloyati |
გულისტანი Guliston |
5,100 | 777,100 | 10 |
ტაშკენტი Toshkent Shahri |
ტაშკენტი Toshkent |
335 | 2,352,300 | 1 |
ტაშკენტის ოლქი Toshkent Viloyati |
ტაშკენტი Toshkent |
15,300 | 2,758,300 | 12 |
ანკლავები და ექსკლავები
რედაქტირებაარსებობს ოთხი უზბეკური ექსკლავი და ყველა მათგანი გარშემორტყმულია ყირგიზეთის ტერიტორიით ფერღანის ხეობის რეგიონში, სადაც ყირგიზეთის, ტაჯიკეთის და უზბეკეთის საზღვარი გადის. ორი მათგანია სოხის რაიონი, ფართობით 325 კმ² და მოსახლეობით 42.800 (1993) (ზოგიერთი შეფასებით, 70,000 და რომლის 99% არიან ტაჯიკები და დარჩენი უზბეკები)[2] და შახიმარდანი, ფართობით 90 კმ² და მოსახლეობით 5,100 (1993) (91% უზბეკები და დარჩენი ყირგიზები). დანარჩენი ორი პაწაწინა ტერიტორიებია „ჩონ-კარა“ (ან ქალაჩა), დაახლოებით 3 კმ სიგრძეში და 1 კმ სიგანეში და „ჯანი-აილი“ (ან ჯანგაილი), წერტილოვანი მიწა ძლივს 3 კმ მასშტაბით.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Average number of resident population, 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-09. ციტირების თარიღი: 2016-11-01.
- ↑ Jan S. Krogh's Geosite