ნავოის ოლქი

უზბეკეთის ოლქი

ნავოის ოლქი (ვილაეთი) (უზბეკ. Navoiy viloyati) — უზბეკეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული ერთეული. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ნავოი.

ადმინისტრაციული ერთეული
ნავოის ოლქი
უზბეკ. Navoiy viloyati
ქვეყანა უზბეკეთის დროშა უზბეკეთი
ადმ. ცენტრი ნავოი
შიდა დაყოფა Kanimekh District, Navoiy District, Kyzyltepa District, Khatyrchi District, Navbahor District, Nurata District, Tamdy District და Uchquduq District
კოორდინატები 42°00′00″ ჩ. გ. 64°15′00″ ა. გ. / 42.00000° ჩ. გ. 64.25000° ა. გ. / 42.00000; 64.25000
დაარსდა 20 აპრილი, 1982
ფართობი 110990 კმ²
მოსახლეობა 767 500 (2010)
სასაათო სარტყელი UTC+05:00
ოფიციალური საიტი http://www.navoi.uz/en
ნავოის ოლქი — უზბეკეთი
ნავოის ოლქი

ზოგადი მიმოხილვა

რედაქტირება

შეიქმნა 1982 წლის 20 აპრილს ბუხარისა და ნაწილობრივ სამარყანდის ოლქების ხარჯზე. მდებარეობს რესპუბლიკის ცენტრალურ ნაწილში, მდინარე ზარაფშანის ქვემოთში. ფართობი 110.99 ათასი კმ². ზედაპირი ვაკეა. ჰავა მკვეთრად კონტინენტურია. მთავარი მდინარეა ზარაფშანი. აგებულია ამუ-ბუხარის არხი, ქუიუმაზარისა და თუდაქოლის წყალსაცავები. სარწყავ რაიონებში მდელოს და ალუვიური ნიადაგებია, უდაბნოში — ღია რუხი, ქვიშანი. ოლქის მრეწველობა ემყარება ნედლი ბამბის, აგრეთვე სხვა სასოფლო-სამეურნეო რესურსების და სასარგებლო წიაღისეულის (ბუნებრივი აირი, ძვირფასი ლითონები, საშენი მასალა) დამუშავებას. 1963 წელს ამუშავდა ნავოის სრესი. სოფლის მეურნეობის მთავარი დარგებია მებამბეობა, მეაბრეშუმეობა და მეყარაკულეობა. აშენებენ მსხვილ რქოსან საქონელს, ფრინველს და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება