ფერღანის ოლქი

უზბეკეთის ოლქი

ფერღანის ოლქი (ვილაეთი) (უზბეკ. Farg‘ona viloyati) — უზბეკეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული ერთეული. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ფერღანა.

ადმინისტრაციული ერთეული
ფერღანის ოლქი
უზბეკ. Farg‘ona viloyati
ქვეყანა უზბეკეთის დროშა უზბეკეთი
ადმ. ცენტრი ფერღანა
კოორდინატები 40°25′48″ ჩ. გ. 71°21′00″ ა. გ. / 40.43000° ჩ. გ. 71.35000° ა. გ. / 40.43000; 71.35000
მმართველი Q106508385?
დაარსდა 15 იანვარი, 1938
ფართობი 6760 კმ²
მოსახლეობა 3 564 800 (2017)[1]
სასაათო სარტყელი UTC+05:00
ოფიციალური საიტი http://en.ferghana.uz/
ფერღანის ოლქი — უზბეკეთი
ფერღანის ოლქი

ზოგადი მიმოხილვა რედაქტირება

შეიქმნა 1938 წლის 15 იანვარს. მდებარეობს რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში, ფერღანის ქვაბულის სამხრეთში. ფართობი 6.8 ათასი კმ². ოლქის ჩრდილოეთ ნაწილშია ქუშთეფეს მასივი და იაზიავანის სტეპი (ცენტრალური ფერღანა), რომლებიც სამხრეთიდან შემოფარგლულია ალაის ქედიდან ჩამონადენი მდინარეების გამოზიდვის კონუსებით. ჰავა კონტინენტურია. ოლქის ჩრდილო-დასავლეთ საზღვარზე მიედინება მდინარე სირდარია. მდინარეები ფართოდაა გამოყენებული სარწყავად. ფერღანის ოლქი მებამბეობისა და მეაბრეშუმეობის მთავარი რაიონია. მთელი სათესი ფართობი სარწყავია. გაყვანილია საირიგაციო არხები და შექმნილია წყალსაცავები (ქარიდონის, ყურღანთეფეს). ნათესების 67% უკავია ტექნიკურ კულტურებს (ბამბა). მოჰყავთ სიმინდი, ხორბალი, ბრინჯი, სუბტროპიკული კულტურები (ბროწეული, ლეღვი), ვაშლი, გარგარი, ყურძენი და სხვა. კარტოფილი და ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურები — ქალაქის გარეუბნებში. მებამბეობის რაიონებში განვითარებულია მეაბრეშუმეობა. მეცხოველეობა სახორცო-სარძეო მიმართულებისაა. მცხვილ რქოსანი საქონელი სარწყავ ზონაშია, ბუნებრივ საძოვრებზე მისდევენ მეცხვარეობას. ქალაქი ფერღანა ავიახაზებით უკავშირდება ქვეყნისა და აზიის მრავალ ქალაქს.

ჯილდოები და მედლები რედაქტირება

ოლქი დაჯილდოებულია ლენინის ორდენით (1964).

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება