ყარახანიდების სახელმწიფო

ყარახანიდების სახელმწიფო (სპარს. قَراخانيان, ყარახანიან ან სპარს. خاقانيه, ხაკანია, ჩინ.: 黑汗, ჩინ.: 桃花石) — ადრინდელი ფეოდალური სახელმწიფო, რომელიც ჩამოყალიბდა აღმოსავლეთ თურქესტანის, შვიდმდინარეთსა და სამხრეთ ტიანშანისპირა ტერიტორიაზე X საუკუნის 90-იან წლებში. იგი შექმნეს თურქმა ტომებმა - უმთავრესად ყარლუყებმა, ჩიღილიმ, იაღმამ. ამ უკანასკნელთაგან წარმოიშვა ყარახანიდების დინასტია, რომელიც მართავდა სამეფოს.[1] X საუკუნის შუა წლებში ზემოჩამოთვლილ ტომებში გავრცელდა ისლამი. თურქების დაპყრობით პოლიტიკას მავერანაჰრში მოჰყვა სამანიდების სახელმწიფოს სწრაფი დაცემა. 992 წელს ყარახანიდების სახელმწიფოს მეთაურმა ბოღრა-ხან ჰარუნმა დაიპყრო ბუხარა, მისი მემკვიდრე ნასრ I მთელ მავერანაჰრს დაეუფლა 996-999 წლებში. ყარახანიდების სახელმწიფო საუფლისწულოებად იყოფოდა, ცენტრალური ხელისუფლება მოისუსტებდა. სხვადასხვა დროს ყარახანიდების სახელმწიფოს დედაქალაქი იყო ქაშგარი. მიწის მფლობელობის უმთავრეს ფორმად დარჩა იქტა. XI საუკუნის 60-70-იან წლებში დაიწყო ყარახანიდების სახელმწიფოს შეჯახება სელჩუკებთან, რასაც მოჰყვა დეცენტრალიზაცია და შინაფეოდალური ომები. დასუსტებული ყარახანიდების სახელმწიფოს სულთან სანჯარის (1118-1157 წწ.) დროს სელჩუკებმა დაიმორჩილეს. XII საუკუნის 30-40-იან წლებში ყარახანიდების სახელმწიფოში შეიჭრნენ და გაბატონდნენ ყარახატაელები. 1212 წელს ყარახანიდების სახელმწიფოს ნარჩენები ხვარაზმის შაჰმა მუჰამედმა შეიერთა.

ყარახანიდების სახელმწიფო
قَراخانيان‎ / Qarākhānīyān


 

 

8401212
 


ყარახანიდების სახელმწიფო 1000 წელს.
დედაქალაქი ბალასაგუნი
კაშგარი
სამარყანდი
ენა ტიურკი
უიღურული
არაბული
ფართობი 3 000 000 კმ²
მმართველობის ფორმა მონარქია
ხანი
 - 840–893 ბილგე კულ ქადირ-ხანი (პირველი)
სულთანი
 - 1204–1212 უთმან ულუღ-სულთანი (ბოლო)
ისტორია
ისტორია
 - დაარსება 840
 - გაუქმება 1212

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Qara-khanids, Encyclopedia of the Peoples of Africa and the Middle East, Vol.1, Ed. Jamie Stokes, (Infobase Publishing, 2009), 578.