უიღურული ენა
უიღურული ენა (უიღ. ئۇيغۇرچە [Уйғурчә] ან უიღ. ئۇيغۇر تىلى [Уйғур тили], ჩინ.: 维吾尔语; ადრე ეწოდებოდა აღმოსავლეთ თურქული) — ალთაურ ენათა ოჯახის თურქულ ენათა ჯგუფის ენა. მასზე საუბრობს დაახლოებით 8-11 მილიონზე მეტი ადამიანი, რომელთა უმეტესობაც წარმოადგენს უიღურებს. გავრცელებულია ძირითადად ჩინეთში სინძიანის რეგიონში, სადაც მას ოფიციალური სტატუსი აქვს. ასევე მნიშვნელოვანი რაოდენობა უიღურულზე მოსაუბრე ადამიანების ცხოვრობს ყაზახეთსა და ყირგიზეთში. აქვს სამი დიალექტი: ჩრდილო-დასავლური, სამხრეთული და აღმოსავლური. უიღურულ ენაში ჭარბადაა ჩინურიდან, რუსულიდან და სხვა მეზობელი ხალხების ენებიდან ნასესხები სიტყვები.
უიღურული ენა ئۇيغۇرچە / ئۇيغۇر تىلى | |
გავრცელებულია | ჩინეთი (სინძიანი), ყაზახეთი |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 8 - 11 მლნ.[1] (2005–2007) |
ოფიციალური სტატუსი | ჩინეთი (სინძიანი) |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ალთაური ენები
|
დამწერლობის სისტემა | უიღურული დამწერლობა |
ენის კოდები | ISO 639-1: ug ISO 639-2: uig ISO 639-3: uig |
რუკა | |
ჩინეთში უიღურული ენის გავრცელების არეალი | |
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-ug}} |
ვიკისივრცეში არის ვიკიპედია — უიღურული ენა |
უიღურული ანბანი
რედაქტირებადამწერლობა ემყარება არაბულ გრაფიკას. თანამედროვე ოფიციალურ უიღურულ ანბანში 32 ასოა.
ئا | ئه | ب | پ | ت | ج | چ | خ | د | ر | ز | ژ | س | ش | غ | ف |
ق | ك | گ | ڭ | ل | م | ن | ۋ | ئو | ئۇ | ئۆ | ئۈ | ه | ئې | ئى | ي |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 119.
- Duval, Jean Rahman; Janbaz, Waris Abdukerim (2006), An Introduction to Latin-Script Uyghur, Salt Lake City: University of Utah, http://www.uyghurdictionary.org/excerpts/An%20Introduction%20to%20LSU.pdf. წაკითხვის თარიღი: 2013-12-10 დაარქივებული 2017-10-11 საიტზე Wayback Machine.
- Dwyer, Arienne (2001), „Uyghur“, Garry, Jane; Rubino, Carl, Facts About the World's Languages, H. W. Wilson, pp. 786–790, ISBN 978-0-8242-0970-4
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Uyghur–Chinese Dictionary
- Online Uyghur-English Multiscript Dictionary დაარქივებული 2020-02-10 საიტზე Wayback Machine.
- Online Uyghur, English, Chinese Multi-directional Dictionary (Arabic Alphabet)
- Free Uighur Dictionary დაარქივებული 2015-10-18 საიტზე Wayback Machine.
- English/Chinese/French ↔ Uyghur translation services
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Nationalencyklopedin "Världens 100 största språk 2007" The World's 100 Largest Languages in 2007