ანდიჯანის ოლქი
უზბეკეთის ოლქი
ანდიჯანის ოლქი (ვილაეთი) (უზბეკ. Andijon viloyati) — უზბეკეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული ერთეული. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ანდიჯანი.
ადმინისტრაციული ერთეული | ||
---|---|---|
ანდიჯანის ოლქი უზბეკ. Andijon viloyati | ||
ქვეყანა | უზბეკეთი | |
ადმ. ცენტრი | ანდიჟანი | |
კოორდინატები | 40°45′00″ ჩ. გ. 72°10′00″ ა. გ. / 40.75000° ჩ. გ. 72.16667° ა. გ. | |
დაარსდა | 6 მარტი, 1941 | |
ფართობი | 4200 კვადრატული კილომეტრი | |
მოსახლეობა | 1 899 500 (2005) | |
სასაათო სარტყელი | UTC+05:00 | |
ოფიციალური საიტი | http://www.andijan.uz/ | |
| ||
ზოგადი მიმოხილვა
რედაქტირებაშეიქმნა 1941 წლის 6 მარტს. მდებარეობს რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში, ფერღანის ველის აღმოსავლეთით. ფართობი 4.2 ათასი კმ². ზედაპირი ვაკეა, რომელიც ფერღანისა და ალაის ქედის მთისწინეთში გადადის. მთავარი მდინარეა ყარადარია (სირდარიის ერთ-ერთი სათავე). ანდიჯანის ოლქი უზბეკეთის მებამბეობისა და ნავთობის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი რაიონია. გაყვანილია დიდი ფერღანის, სამხრეთ ფერღანის, დიდი ანდინჯანისა და სხვა მაგისტრალური არხები. ნათესი ფართობი დაახლოებით 3/4 ბამბას უჭირავს. განვითარებულია მებაღეობა, მევენახეობა, სახორცე-სარძევე და სახორცე-საცხიმე მეცხოველეობა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 445.