კაშკადარიის ოლქი
კაშკადარიის ოლქი (ვილაეთი) (უზბეკ. Qashqadaryo viloyati) — უზბეკეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული ერთეული. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ყარში.
ადმინისტრაციული ერთეული | ||
---|---|---|
კაშკადარიის ოლქი უზბეკ. Qashqadaryo viloyati | ||
ქვეყანა |
![]() | |
ადმ. ცენტრი | ყარში | |
კოორდინატები | 38°50′00″ ჩ. გ. 66°05′00″ ა. გ. / 38.83333° ჩ. გ. 66.08333° ა. გ. | |
დაარსდა | 20 იანვარი, 1943 | |
ფართობი | 28400 კმ² | |
მოსახლეობა | 3 088 800 (2017) | |
სასაათო სარტყელი | UTC+05:00 | |
ოფიციალური საიტი | http://www.qashqadaryo.uz/ | |
| ||
ზოგადი მიმოხილვარედაქტირება
შეიქმნა 1964 წლის 7 თებერვალს. მდებარეობს რესპუბლიკის ცენტრალურ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე კაშკადარიის აუზში და პამირ-ალაის მთათა სისტემის დასავლეთ კიდეზე. ფართობი 28.4 ათასი კმ². ზედაპირის უმეტესი ნაწილი მთისწინა ვაკეა. მთავარი მდინარეა კაშკადარია. განვითარებულია საშენ მასალათა, მსუბუქი, კვების და აირის მრეწველობა. მეურნეობაში წამყვანია მებამბეობა და ყარაკულის დამზადება. კაშკადარიის ოლქის სარწყავი მიწათმოქმედების (უმთავრესად ბამბა), ურწყავი მარცვეულის მეურნეობის (ხორბალი, ქერი) და სასაძოვრე მეცხოველეობის (უმთავრესად მეყარაკულეობა) რაიონია. განვითარებულია მებაღეობა და მევენახეობა. მისდევენ მეაბრეშუმეობას.
ჯილდოები და მედლებირედაქტირება
ოლქი დაჯილდოებულია ლენინის ორდენით (1967).
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 443.