ქარიშხლის წინკოტე მარჯანიშვილის პირველი ქართული მხატვრული ფილმი. ფილმი დაკარგულია. მასში ასახული იყო 1905 წლის რევოლუციის წინა პერიოდი, მუშათა და გლეხების ცხოვრება, მიგრაცია ქალაქებში და რევოლუციის დაწყება. ფილმში ასევე ასახული იყო ყეენობის დღესასწაული. მარჯანიშვილის ასისტენტი იყო ნიკოლოზ შენგელაია.

„ქარიშხლის წინ“
ჟანრი ისტორიული
დამდგმელი რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი
სცენარის ავტორი შალვა დადიანი
კომპოზიტორი დიმიტრი არაყიშვილი
ოპერატორი ა. შტეგელმანი
სერგეი ზაბოზლაევი
სტუდია სახკინმრეწვი
გამოსვლის თარიღი 13 დეკემბერი, 1925
ხანგრძლივობა 54 წთ
ქვეყანა დროშა: სსრკ სსრკ
ენა მუნჯი
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფაბრიკის მეპატრონესთან კონფლიქტის გამო თადე და გიჟუა ქალაქს ტოვებენ და სოფელში ბრუნდებიან. გიჟუას თადეს და ტასია შეუყვარდება. მათი ქორწილის წინა დღეს, თავად როსტომის ბრძანებით, საპატარძლოს თავადის სახლში წაიყვანენ. მეგობრები ქალს დაიხსნიან და გლეხობაში მჩაგვრელი თავადების საწინააღმდეგო პროპაგანდას წამოიწყებენ. ამბოხებული გლეხები თავად როსტომს მოკლავენ. პოლიციისგან დევნილი თადე და გიჟუა ქალაქში დაბრუნდებიან და რევოლუციურ მოძრაობაში ჩაებმებიან. მოქანდაკე კრილოვა, რომლის ბინაშიც არალეგალურ კრებებს ატარებენ, რევოლუციონერებს გასცემს. მათ დააპატიმრებენ.

  • ლადო კავსაძე (გიჟუა – მუშა – რევოლუციონერი)
  • ლილი ღოღობერიძე (ტასია – გიჟუას საცოლე)
  • ლ. ქართველიშვილი (თადე – გიჟუას მეგობარი)
  • ივლიტა ჯორჯაძე (მარო)
  • ლ. სოკოლოვი (გადმოსახლებული რევოლუციონერი)
  • ნიკო გოცირიძე (მოხუცი)
  • მარია არნაზი (კრილოვა – პროვოკატორი)
  • ალექსანდრე იმედაშვილი (პეტუა)
  • ა. ალშიბაია (თავადი გიგო)
  • სიმონ ჟივიძე (საქუა)
  • უშანგი ჩხეიძე (ნიკო)
  • დიმიტრი მჟავია (გოროდოვოი)
  • ქეთევან ანდრონიკაშვილი (კატინე)
  • გიორგი ფრონისპირელი (კინტო)
  • დავით ჩხეიძე (მღვდელი)
  • ვლადიმერ ადამიძე (ჯაშუში)
  • შალვა დადიანი
  • ზაალ ტერიშვილი
  • ვლადიმერ გვიშიანი (იმერელი)

გადაღება

რედაქტირება

კინოში გამოუცდელი რეჟისორი ვერ ასცდა ტექნიკურ ლაფსუს, კადრებში ალაგ-ალაგ ჩანს გადამღები ჯგუფის წევრები. მან წინასწარ საგაზეთო სტატიითაც მოუწოდა მაყურებელს, მომავალ ფილმში ბევრი შეცდომა იქნება და მკაცრად არ განმსაჯოთო.

პრემიერა გაიმართა კინოთეატრ „აისში“,სხვა ვერსიით კი კონსერვატორიის დარბაზში. მაშინდელმა პრესამ ფილმი მოიწონა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ირაკლი მახარაძე, „დიადი მუნჯი“ — ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი, 2014 ISBN 978-9941-23-104-9