ორი მონადირე
ორი მონადირე — ალექსანდრე წუწუნავას 1927 წლის ფილმი. ფილმში სკურპულოზურად არის დამუშავებული ყოფითი დეტალები, გმირთა ჩაცმულობა, სოფლის სახლის მოწყობილობა. გამოყენებულია მრავალი სპეცეფექტი და კომბინირებული გადაღება.
„ორი მონადირე“ | |
---|---|
ჟანრი | ფსიქოლოგიური დრამა |
დამდგმელი რეჟისორი | ალექსანდრე წუწუნავა |
როლებში | კოტე მიქაბერიძე, მიხეილ გელოვანი |
სტუდია | სახკინმრეწვი |
გამოსვლის თარიღი | 1927 |
ქვეყანა | სსრკ |
ენა | მუნჯი |
სიუჟეტი
რედაქტირებაყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
ორ მონადირე ძმას ერთი ქალი შეუყვარდებათ და ერთმანეთის დაუნდობელ მტრად იქცევიან. ძმები გადაწყვეტენ წილისყრას, გამარჯვებულმა უნდა მოკლას დამარცხებული და ქალიც მას დარჩება.
ლიტერატურა
რედაქტირება- მახარაძე ი., „დიადი მუნჯი“, თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2014, ISBN 978-9941-23-104-9.