კოტე მიქაბერიძე
კონსტანტინე (კოტე) მიქაბერიძე (დ. 31 ივლისი, ტერმუკი (ახლანდელი ყუბანი), 1896 — გ. 9 იანვარი, 1973) — ქართველი მსახიობი და რეჟისორი. საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1945).
კოტე მიქაბერიძე | |
---|---|
დაბადების სახელი | კონსტანტინე მიქაბერიძე |
დაბადების თარიღი | 31 ივლისი, 1896 |
გარდაცვალების თარიღი | 9 იანვარი, 1973 (76 წლის) |
ბიოგრაფია
რედაქტირება1920 წელს გადმოვიდა თბილისში და დაამთავრა აკაკი ფაღავას დრამატული სტუდია. პირველად სცენაზე გამოვიდა ქუთაისში „ახალგაზრდა მსახიობთა დასში“. 1921 წლიდან იყო „სახკინმრეწვის“ მსახიობი, პირველ ქართულ საბჭოთა მხატვრულ ფილმში „არსენა ჯორჯიაშვილი“ შექმნა მუშა-რევოლუციონერის სახე. ამ როლს მოჰყვა მთელი რიგი საინტერესო სახეები ფილმებში: „ვინ არის დამნაშავე“, „დინა-ძაძუ“, „ხანუმა“ და სხვა. მის მიერ შესრულებული როლები ხასიათდება დიდი ფსიქოლოგიური სიღრმით. 1928 წლიდან რეჟისორი და სცენარისტი.
1929 წელს გადაიღო ფილმი „ბებიაჩემი“, რომელიც გამოსვლისთანავე აკრძალეს და 38 წელი „თაროზე იდო“. 1932 წელს იძულებული გახდა გადაეღო საკოლმეურნეოცხოვრების ამსახველი სურათი „ჰასანი“. შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანის“ მიხედვით შექმნა ექსპერიმენტული ფილმი— „ქაჯეთი“. ავტორია მხატვრული ფილმისა „დაგვიანებული სასიძო“ 1941 წელს სამამულო ომის თემაზე ივანე პერესტიანის სცენარის მიხედვით გადაიღო მხატვრული ფილმი „ფორპოსტი“. ავტორია რამდენიმე მულტიპლიკაციური ფილმისა „ზურიკო და მარიკო“ (1953). 1945 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება. 1933 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მღვაწეობას, მუშაობდა დუბლიაჟის სტუდიაში, ფილმების გახმოვანებაზე (რუსულიდან).
ფილმოგრაფია
რედაქტირებაფილმების დამდგმელი რეჟისორი
რედაქტირება- 1929: „ჩემი ბებია“ 1976 წელს ფილმი აღადგინა რეჟ. ლეილა გორდელაძემ
- 1930: „რასაც დასთეს, იმას მოიმკი (აგრომინიმუმი)“ (დოკუმენტური ფილმი)
- 1932: „ჰასანი“
- 1936: „ქაჯეთი“
- 1939: „დაგვიანებული სასიძო“ 1966 წელს ფილმი აღადგინა რეჟ. კოტე მიქაბერიძემ
- 1941: „ფორპოსტი“
სცენარის ავტორი ფილმებისა
რედაქტირება- 1929: „ჩემი ბებია“ რეჟ. კოტე მიქაბერიძე, 1976 წელს ფილმი აღადგინა რეჟ. ლეილა გორდელაძემ
- 1932: „ჰასანი“ რეჟ. კოტე მიქაბერიძე
- 1936: „ქაჯეთი“ რეჟ. კოტე მიქაბერიძე
- 1955: „ცისკარა“ რეჟ. სერგო ჭელიძე
გადაღებულია ფილმებში
რედაქტირება- 1921: „არსენა ჯორჯიაშვილი“ (მუშა-რევოლუციონერი) რეჟ. ივანე პერესტიანი
- 1924: „სამი სიცოცხლე“ (ბათუ) რეჟ. ივანე პერესტიანი
- 1925: „ვინ არის დამნაშავე?“ (სიკო) რეჟ. ალექსანდრე წუწუნავა
- 1925: „ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმე“ (სპირიდონ მცირიშვილი) რეჟ. ივანე პერესტიანი
- 1926: „Дина Дза-Дзу“ (რუსული)
- 1926: „ხანუმა“ (ილო) რეჟ. ალექსანდრე წუწუნავა
- 1927: „ორი მონადირე“ (მგელია) რეჟ. ალექსანდრე წუწუნავა
- 1928: „ბოშური სისხლი“ (გიცა) რეჟ. ლევ პუში
- 1934: „უკაანასკნელი მასკარადი“ (გალიფელი) რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
- 1947: „აკაკის აკვანი“ (პაპუნა – მანოს ქმარი) რეჟ. კონსტანტინე პიპინაშვილი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირება- 1945: საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე