ამოკი (ფილმი)
ამოკი — კოტე მარჯანიშვილის სრულმეტრაჟიანი მუნჯი დრამა. იგი გადაღებულია შტეფან ცვაიგის ამავე სახელწოდების (ზოგ თარგმანში „ამოკით შეპყრობილი“) რომანის მიხედვით. ეს იყო ქართულ კინოში უცხოური მხატვრული ნაწარმოების პირველი ეკრანიზაცია. ფილმი გამოვიდა სახელით „კანონი და მოვალეობა“, მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მოხერხდა მისი აღდგენა.
„ამოკი“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | კოტე მარჯანიშვილი |
სცენარის ავტორი | კოტე მარჯანიშვილი |
ნაწარმოები |
ამოკი — შტეფან ცვაიგი |
როლებში | ნატო ვაჩნაძე |
ოპერატორი | სერგეი ზაბოზლაევი |
მხატვარი | ვალერიან სიდამონ-ერისთავი |
სტუდია | სახკინმრეწვი |
გამოსვლის თარიღი | 1927 |
ხანგრძლივობა | 72 წთ. |
ქვეყანა |
სსრკ |
ენა | მუნჯი |
სიუჟეტი
რედაქტირებაფილმი გმირთა ფსიქოლოგიურ კონფლიქტზე მოგვითხობს, რის გვერდითაც კარგად ჩანს უცხოეთის კაპიტალის ბრჭყალებში მოქცეული მალაელი ღატაკების სასოწარკვეთილი მდგომარეობა. ინგლისის კოლონიაში გადმოხვეწილ ექიმს დახმარებისათვის მიმართავს მაღალი საზოგადოების მანდილოსანი. ექიმი საზღაურად სიყვარულს მოითხოვს. შეურაცხსოფილი ქალი ცდილობს თავად მოიცილოს არასასურველი ნაყოფი, მაგრამ გვიანაა. ექიმს სინდისი სტანჯავს და მომაკვდავ ქალს ჰპირდება სამუდამოდ შეინახოს მისი საიდუმლო.
როლებში
რედაქტირება- ნატო ვაჩნაძე — ევროპელი ქალი
- ალექსანდრე იმედაშვილი — ექიმი
- ვალერიან გუნია — ევროპელი ქალის ქმარი
- სიკო ფალავანდიშვილი — ინდუსი
- ქეთევან თარხან-მოურავი — ინდუსი გოგონა
- ვიქტორ ჭანკვეტაძე — ინგლისელი ოფიცერი
- ცეცილია წუწუნავა — ექიმბაში
ლიტერატურა
რედაქტირება- ირაკლი მახარაძე, „დიადი მუნჯი“ — ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი, 2014 ISBN 978-9941-23-104-9