ცეცილია წუწუნავა
ცეცილია რაჟდენის ასული წუწუნავა (დ. 12 (ან 25) მაისი, 1892, ოზურგეთი — გ. 5 სექტემბერი, 1956, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1943).
ცეცილია წუწუნავა | |
---|---|
დაბადების სახელი | ცეცილია წუწუნავა |
დაბადების თარიღი |
12 მაისი, 1892 ოზურგეთი |
გარდაცვალების თარიღი |
5 სექტემბერი, 1956 (64 წლის) თბილისი |
საქმიანობა | მსახიობი |
ბიოგრაფია
რედაქტირებასწავლა დაიწყო სოფელ გურიანთაში, განაგრძო ჯერ ოზურგეთში, შემდეგ ბათუმში, ბოლოს 1912 წელს დაამთავრა ფოთის გიმნაზია.
თეატრი წუწუნავების ოჯახის გატაცება იყო. ცეცილიაც თავის დაძმასთან ერთად ადრევე მოინუსხა ხელოვნების ამ დარგით, ახალგაზრდები მონაწილეობდნენ სცენისმოყვარეთა სპექტაკლებში. მისი დებიუტი შედგა ბათუმში, სადაც შეასრულა სალიხეს როლი ნინო ნაკაშიძის პიესაში „ვინ არის დამნაშავე?“.
თეატრზე შეყვარებული გოგონა იძულებული შეიქმნა ერთხანს მასწავლებლობა დაეწყო აფხაზეთში, სოფელ ტამიშში, სადაც იმ დროს დაარსდა სკოლა. 1920 წელს იგი თბილისში გადმოდის და რუსთაველის თეატრის დასში ირიცხება 1926 წლამდე, 1926–1928 წლებში თბილისის „წითელ თეატრში“, 1928 კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ემსახურა ქართულ თეატრს. მან განასახიერა: კაროჟნა („დარისპანის გასაჭირი“), მაკა („კაკალ გულში“), დარეჯანი („კაცია ადამიანი?!“), ანა ანდრეევნა („რევიზორი“), მარსელინა („ფიგაროს ქორწინება“), ლირსა („ყვარყვარე თუთაბერი“), და სხვა მრავალი.
20-იანი წლებიდანვე იწყება წუწუნავას შემოქმედებითი მოღვაწეობა ქართულ კინოში, თუმცაღა იგი პირველად მაყურებელმა იხილა უკვე 1916 წელს გადაღებულ პირველ ქართულ მხატვრულ ფილმში „ქრისტინე“, სადაც შექმნა მარინეს დასამახსოვრებელი სახე. ამას მოჰყვა შესანიშნავად შესრულებული როლები სხვა კინოფილმებში: „ვინ არის დამნაშავე“, „გიული“, „ელისო“, „დაგვიანებული სასიძო“, „ქეთო და კოტე“, „ჭრიჭინა“ და სხვები.
ცეცილია წუწუნავა იყო მდიდარი შემოქმედებითი ბუნების მკვეთრად სახასიათო და კომედიური მსახიობი. მისთვის ნიშანდობლივია უშუალობა, ხალხურობა, ეროვნული კოლორიტი. მისი წვლილი ქართულ თეატრალურ ხელოვნებაში აღინიშნა შრომის წითელი დროში ორდენით და მედლებით.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1918: „ქრისტინე“ (მარინე) რეჟ. ალექსანდრე წუწუნავა
- 1924: „სამი სიცოცხლე“ (სასამართლოს მოსამსახურე) რეჟ. ივანე პერესტიანი
- 1925: „ვინ არის დამნაშავე?“ (სალიხე – სიკოს დედა) რეჟ. ალექსანდრე წუწუნავა
- 1926: „სამანიშვილის დედინაცვალი“(მელანო) რეჟისორები კოტე მარჯანიშვილი, ზაქარია ბერიშვილი
- 1926: „ხანუმა“ (ადამის მოსამსახურე ქალი) რეჟ. ალექსანდრე წუწუნავა
- 1927: „ამოკი“ (ექიმბაში) რეჟ. კოტე მარჯანიშვილი
- 1927: „გიული“ (გიულის დედინაცვალი) რეჟისორები ნიკოლოზ შენგელაია, ლევ პუში
- 1927: „გოგი რატიანი“ (ვაჭრის ცოლი) რეჟ. კოტე მარჯანიშვილი
- 1928: „ელისო“ (ზაზუბეკა – სეიდულას ცოლი) რეჟ. ნიკოლოზ შენგელაია
- 1934: „ნახვამდის“ (მამასახლისის ცოლი) რეჟ. გიორგი მაკაროვი
- 1935: „არშაულა“ (ქადაგის ქვრივი) რეჟ. დავით რონდელი
- 1939: „დაგვიანებული სასიძო“ (ელისაბედი – სანდროს დედა) რეჟ. კოტე მიქაბერიძე
- 1940: „მეგობრობა“ (კესარია) რეჟ. სიკო დოლიძე
- 1945: „ჭირვეული მეზობლები“ (პეპელა – ამირანის ცოლი) რეჟ. შოთა მანაგაძე
- 1948: „ქეთო და კოტე“ (თავადის ქალი) რეჟისორები ვახტანგ ტაბლიაშვილი, შალვა გედევანიშვილი
- 1949: „ბედნიერი შეხვედრა“ (ვასასი) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1954: „ჭრიჭინა“ (ეფროსინე) რეჟისორები სიკო დოლიძე, ლევან ხოტივარი
ნათამაშები როლები
რედაქტირება- ნინო ნაკაშიძის „ვინ არის დამნაშავე?“ (სალიხე)
- დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“ (კაროჟნა)
- შალვა დადიანის „კაკალ გულში“ (მაკა)
- ილია ჭავჭავაძის „კაცია–ადამიანი?!“ (დარეჯანი)
- ნიკოლოზ გოგოლის „რევიზორი“ (ანა ანდრეევნა)
- პიერ ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება“ (მარსელინა)
- პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“ (ლირსა)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირება- 1939 : საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი
- 1943 : საქართველოს სსრ სახალხო არტისტი
- შრომის წითელი დროშის ორდენი
ლიტერატურა
რედაქტირება- ცუცქირიძე, შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 352.
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 408, თბ., 1994