გიორგი მაკაროვი
გიორგი მაკაროვი (დ. 20 თებერვალი, 1894, თბილისი — გ. 21 ოქტომბერი, 1966, იქვე) — საბჭოთა რეჟისორი, სცენარისტი, პედაგოგი.
გიორგი მაკაროვი | |
---|---|
![]() გიორგი მაკაროვი კ/ფ „წითელი ეშმაკუნები“ | |
დაბადების თარიღი |
20 თებერვალი, 1894 თბილისი |
საქმიანობა | კინორეჟისორი, სცენარისტი |
ბიოგრაფიარედაქტირება
დაიბადა 1894 წ. 20 თებერვალს თბილისში. სწავლობდა ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტში (მოსკოვი). 1913 წლიდან — მსახიობი და რეჟისორის დამხმარე ნ. ლებედევის რუსულ დრამატულ დასში (მოსკოვი). 1915-1916წწ. — მსახიობი ა. ხანჟონკოვის კინოატელიეში.
პირველი მსოფლიო ომის დროს ფრონტზე იყო „წითელი ჯვრის“ საკვები პუნქტების ხელმძღვანელი.
1919 წლიდან ერთ-ერთი მონაწილეა კომისიის, რომელიც ორგანიზებას უწევდა კინოწარმოებას საქართველოში.
1921 წლიდან — საქართველოს განათლების სახელმწიფო კომისარიატის კინოსექციის (შემდგომში „ქართული ფილმი“) რეჟისორი, პედაგოგი. 1928 წლიდან დაიწყო დამოუკიდებელი სარეჟისორო მოღვაწეობა.
გარდაიცვალა 1966 წლის 21 ოქტომბერს თბილისში.
ფილმოგრაფიარედაქტირება
დამდგმელი რეჟისორირედაქტირება
- 1928 „ქალი ბაზრობიდან“
- 1929 „ჩქარი №2“
- 1930 „გაყრა“
- 1930 „აფხაზეთი“ (დოკუმენტური)
- 1931 „იყავ მზად“ (მოკლემეტრაჟანი)
- 1934 „ნახვამდის“
სცენარის ავტორირედაქტირება
- 1928 ქალი ბაზრობიდან
განსახიერებული როლებირედაქტირება
- 1921 „არსენა ჯორჯიაშვილი“
- 1923 „წითელი ეშმაკუნები“ — ადოლფ პოპელმანი
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- გიორგი მაკაროვი — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- გიორგი მაკაროვი — ეროვნული ფილმოგრაფია