ქეთო და კოტე (ფილმი)
ქეთო და კოტე — 1948 წლის ქართული საბჭოთა ფილმი, გადაღებული რეჟისორების ვახტანგ ტაბლიაშვილისა და შალვა გედევანიშვილის მიერ ავქსენტი ცაგარელის კომედია „ხანუმას“ და ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტეს“ მიხედვით. პირველი ჩვენება შედგა 1953 წლის 8 ივნისს.
„ქეთო და კოტე“ | |
---|---|
რეჟისორი | ვახტანგ ტაბლიაშვილი, შალვა გედევანიშვილი |
სცენარის ავტორი | სიკო ფაშალიშვილი |
კომპოზიტორი |
ვიქტორ დოლიძე, არჩილ კერესელიძე |
ხმის ოპერატორი | როსტისლავ ლაპინსკი |
ოპერატორი | ალექსანდრე დიღმელოვი |
მონტაჟი | ვასილ დოლენკო |
მხატვარი |
იოსებ სუმბათაშვილი, ფარნაოზ ლაპიაშვილი |
სტუდია | თბილისის კინოსტუდია |
გამოსვლის თარიღი | 8 ივნისი, 1953 |
ხანგრძლივობა | 90 წთ |
ქვეყანა |
სსრკ საქ. სსრ |
ენა | ქართული |
როლებში
რედაქტირება- მედეა ჯაფარიძე (ქეთო)
- ბათუ კრავეიშვილი (კოტე)
- პეტრე ამირანაშვილი (ლევანი)
- შალვა ღამბაშიძე (მაკარი)
- თამარ ჭავჭავაძე (ხანუმა)
- მარიამ (მერი) დავითაშვილი (ქაბატო)
- ვასო გოძიაშვილი (სიკო)
- გიორგი შავგულიძე (ნიკო)
- ელისაბედ ჩერქეზიშვილი (მაკარის დედა)
- თამარ ციციშვილი (თეკლე)
- ალექსანდრე ჟორჟოლიანი (ბეშქენი)
- აკაკი კვანტალიანი (ბონდო)
- ზურაბ ლეჟავა (ლუარსაბი)
- გიორგი გელოვანი (თორნიკე, ყარაჩოხელი)
- ვერიკო ანჯაფარიძე (კნეინა)
- სესილია თაყაიშვილი (თავადის ქალი)
- ცეცილია წუწუნავა (თავადის ქალი)
- სერგო ზაქარიაძე (ყარაჩოხელი)
- ირაკლი ქოქრაშვილი (ყარაჩოხელი)
- მიხეილ მგელაძე (ყარაჩოხელი)