ალექსანდრე დიღმელოვი
ალექსანდრე დიღმელოვი (დ. 22 ოქტომბერი, 1884 — გ. 31 მარტი, 1957) — ქართველი ოპერატორი
ბიოგრაფიარედაქტირება
დაიბადა 1884 წლის 22 ოქტომბერს, მისი ნამდვილი გვარი იყო დიღმელაშვილი. იყო ფოტოგრაფ დავით დიღმელოვის შვილი. 1900 წელს დავით დიღმელოვმა მოსკოვიდან თბილისში ჩაიტანა „ლატერნა მაგიკა“ და იმით აწყობდა ჩვენებებს, მალე დიღმელოვებმა სინემატოგრაფი შეიძინეს. პარალელურად ის მუშაობდა კინომექანიკოსად კინოთეატრ „ილუზიონში“. 1906 წელს დიღმელოვი გაიწვიეს სამხედრო სამსახურში.
1910 წლიდან თავად დაიწყო ფილმების გადაღება. სოფია ივანიცკაიამ მისთვის მოსკოვიდან ჩაატანინა შარლ პატეს გადამღები აპარატი ფირების გარკვეული რაოდენობით. გადაღებული აქვს დოკუმენტური, კინოქრონიკალური მოკლემეტრაჟიანი სიუჟეტები და მხატვრული ფილმები: „თბილისის იპოდრომი“ (1910), „პირველი ავიატორები“, „ხატობა მცხეთაში“, „ლადო მესხიშვილის იუბილე“, „კათალიკოსის მირონცხება“, „მუხრანის ხიდის კურთხევა“, „ტახებსა და ირმებზე ნადირობა ევლახსა და ყარაიაზში“. გადაღებები პირველმა მსოფლიო ომმა შეაწყვეტინა.
იყო პირველი ქართული მხატვრული ფილმის, „ქრისტინეს“ ოპერატორი. მე–20 საუკუნის დასაწყისში აქტიურად მონაწილეობდა ქართული კინემატოგრაფიის განვითარებაში. მისი საოპერატორო ნამუშევრები იყო რეჟისორ ივანე პერესტიანის ფილმები. იგი საქართველოში კინემატოგრაფის საწყისი პერიოდის მემუარების ავტორია.
საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1945). საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1946, ფილმის "გიორგი სააკაძის" გადაღებაში მონაწილეობისათვის).
ფილმოგრაფიარედაქტირება
წელი | დასახელება | რეჟისორი |
---|---|---|
1919 | ქრისტინე | ალექსანდრე წუწუნავა |
1921 | არსენა ჯორჯიაშვილი | ივანე პერესტიანი |
1922 | მოძღვარი | ვლადიმერ ბარსკი |
1923 | არსენა ყაჩაღი | ვლადიმერ ბარსკი |
1923 | კაცი კაცისთვის მგელია | ივანე პერესტიანი |
1923 | წითელი ეშმაკუნები | ივანე პერესტიანი |
1925 | სამი სოცოცხლე | ივანე პერესტიანი |
1925 | ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმე | ივანე პერესტიანი |
1926 | სასჯელი | ივანე პერესტიანი |
1926 | შირვანსკაიას დანაშაული | ივანე პერესტიანი |
1926 | სავურ სამარე | ივანე პერესტიანი |
1926 | ილან დილი | ივანე პერესტიანი |
1927 | კრაზანას ბუდე | |
1927 | გაფლანგვა | |
1928 | ახალგაზრდობა იმარჯვებს | მიხეილ გელოვანი |
1928 | ჯანყი გურიაში | ალექსანდრე წუწუნავა |
1930 | საკანი №79 | ზაქარია ბერიშვილი |
1930 | უგუბზიარა | დავით რონდელი |
1931 | ტანია ფრონტზე | ზაქარია ბერიშვილი |
1933 | უკანასკნელი ჯვროსნები | |
1936 | ქაჯეთი | კოტე მიქაბერიძე |
1937 | არსენა | |
1938 | დიადი განთიადი | |
1940 | ქალიშვილი გაღმიდან | |
1943 | გიორგი სააკაძე | |
1948 | ქეთო და კოტე | |
1950 | გაზაფხული საკენში | |
1956 | მაგდანას ლურჯა |