არსენა ყაჩაღი
არსენა ყაჩაღი — რეჟისორ ვლადიმერ ბარსკის ფილმი არსენა ოძელაშვილის შესახებ. გადაღებულია 1923 წელს. „არსენა ყაჩაღი“ ცნობილი ქართველი მსახიობის, ნატო ვაჩნაძის პირველი კინოროლი იყო.
„არსენა ყაჩაღი“ | |
---|---|
ჟანრი | ბიოგრაფიული |
დამდგმელი რეჟისორი | ვლადიმერ ბარსკი |
სცენარის ავტორი | ვლადიმერ ბარსკი |
ოპერატორი | ალექსანდრე დიღმელოვი |
მხატვარი |
ვალერიან სიდამონ-ერისთავი, კ. ტირი |
გამოსვლის თარიღი | 1923 |
ხანგრძლივობა | 60 წთ. |
ქვეყანა | სსრკ |
ენა | მუნჯი |
სიუჟეტი
რედაქტირებაფილმი ასახავს ბატონყმური წყობილების მძიმე შედეგებს. არსენა ოძელაშვილი თავადის ქალს შეუყვარდება, მაგრამ არსენა უარს იტყვის. შეურაცხყოფილი ქალის შურისძიების გამო არსენა იძულებულია ყაჩაღად გავარდეს.[1] სოციალური უსამართლობისა და ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი გლეხი არსენა სათავეში უდგება გლეხთა აჯანყებას. გარყვნილი ბატონი ჯერ შეურაცხყოფს მის სატრფოს, შემდეგ კი თვითმკვლელობამდე მიჰყავს იგი. გაბოროტებული არსენა შურს იძიებს, ახერხებს ციხიდან გაქცევას და უბრუნდება თავის რაზმს. გულგატეხილი არსენა მარტოდმარტო აგრძელებს ბრძოლას მჩაგვრელთა წინააღმდეგ.
როლებში
რედაქტირება- გრიგოლ ჩეჩელაშვილი — არსენა ოძელაშვილი
- ნატო ვაჩნაძე — ნენო
- პეტრე ესიკოვსკი — გიგო
- კოტე ანდრონიკაშვილი — თავადი ირაკლი
- ზაქრო ბერიშვილი — მოურავი
- ვასო არაბიძე — თავადი ვახტანგი
- ასია ბარხუდაროვა — თავადის ქალი რუსუდანი
- ივან კრუჩინინი — გენერალი
- გ. ავეტიანი — გენერალი
გადაღება
რედაქტირებავლადიმერ ბარსკის კონსერვატორიის სტუდენტი გრიგოლ ჩეჩელაშვილი შემთხვევით გაიცნო რუსთაველის გამზირზე. ფილმმა ჩეჩელაშვილს მცირე პოპულარობა მოუტანა და შემდგომში მან რამდენიმე ფილმში („აბრეკ-ზაური“, „კეთროვანი“, „მეორე ცოლი“, „ზელიმხანი“) მიიღო მონაწილეობა.
შეფასება
რედაქტირებაფილმი მაყურებელმა მოიწონა, მაგრამ პრესისგან კრიტიკა შეხვდა. კრიტიკოსების აზრით სცენარის ავტორი არსენას არ იცნობდა და ხალხის გმირს ფილმმა ჩრდილი მოჰფინა. მათი აზრით გამოწკეპილი და დაპუდრული არსენა დიდგვაროვანს უფრო წააგავდა, ვიდრე გაყაჩაღებულ გლეხკაცს. ფილმის სახელწოდებამ უკმაყოფილება გამოიწვია მოსკოვში. ფუნქციონერებს არ სურდათ, მთავარი გმირი ბანდიტი ყოფილიყო, თუმცა როცა გაიგეს არსენას, როგორც მჩაგვრელების წინააღმდეგ მებრძოლის პოზიცია, სათაურიც დატოვეს და ფილმს გამოსვლის უფლება მისცეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ირაკლი მახარაძე, „დიადი მუნჯი“ — ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი, 2014 ISBN 978-9941-23-104-9
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ნათია ამირეჯიბი, „დროთა ეკრანი“ გვ. 32 — „ხელოვნება“, თბილისი, 1990