არსენა ოძელაშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არსენა (ფილმი).

არსენა ოძელაშვილი, არსენა მარაბდელი (დ. დაახლ. 1797, სოფ. მარაბდა — გ. 1842, მცხეთა) — ბატონყმობის წინააღმდეგ მებრძოლი გლეხი, ხალხური ეპოსის გმირი, მიიჩნევა საქართველოს ეროვნულ გმირად.

არსენა ოძელაშვილი

არსენას ძეგლი მცხეთაში, ზვიად ავალიანის ფოტო
დაბ. თარიღი 1797
დაბ. ადგილი მარაბდა, ქართლ-კახეთის სამეფო
გარდაცვალების თარიღი 1842
გარდაცვალების ადგილი მცხეთა, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების მიზეზი მკვლელობა
ეროვნება ქართველი
ცნობილია, როგორც ბატონყმობის წინააღმდეგ მებრძოლი გლეხი

ბიოგრაფია

რედაქტირება

არსენა ოძელაშვილი ვაჭარი იყო და თბილისში დუქანი ჰქონდა გახსნილი. არსენას უყვარდა თავად ზაალ ბარათაშვილის მოახლე გოგო, რომელიც მოიტაცა და ტყეში გაიჭრა. გადმოცემის თანახმად არსენა ვერ ურიგდებოდა გლეხობის ჩაგვრას, ებრძოდა თავადებს, ჩინოვნიკებსა და ვაჭრებს. ამის გამო ძალიან პოპულარული იყო თბილისის გუბერნიასა და მის მოსაზღვრე მხარეში. ხელისუფლებამ მის დასაპატიმრებლად რაზმი გაგზავნა. შემდეგ ბოდბისხეველის ღალატით შეიპყრეს, მაგრამ მალე ტყვეობას თავი დააღწია. ოძელაშვილი დამნაშავედ იყო გამოცხადებული და პოლიცია სდევნიდა. არსენა მოკლეს მცხეთის მახლობლად, როდესაც მარტო მყოფი რუსეთის ჯარის ნაწილებს წააწყდა. ხალხური ტრადიციით, ოძელაშვილის მკვლელი იყო გიორგი კუჭატნელი.

ასახვა ხელოვნებაში

რედაქტირება

არსენას სიცოცხლეშივე შეიქმნა ხალხური ეპოსი „არსენას ლექსი“. სახალხო მგოსნები და მომღერლები მის სადიდებელ ლექსებსა და სიმღერებს საჯაროდ ასრულებდნენ. არსენას ამბავმა იმოქმედა ქართველი მწერლების (ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, გიორგი ლეონიძე) შემოქმედებაზე. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი საკუთარი ინტერპრეტაციით ასახავდა ოძელაშვილის პიროვნებას.

ნაწარმოებები არსენას შესახებ

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უმიკაშვილი პ., ხალხური სიტყვიერება, ტ. 1, 4, მ ჩიქოვანის რედ., თბ., 1964;
  • ხინთიბიძე ა., ფოლკლორული მასალები არსენა ოძელაშვილზე, თბ., 1968;