არსენა მარაბდელი

მიხეილ ჯავახიშვილის რომანი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არსენა.

არსენა მარაბდელიმიხეილ ჯავახიშვილის ისტორიული რომანი, რომლის მთავარი გმირი ისტორიული პიროვნება, ყაჩაღი არსენა ოძელაშვილია.

„არსენა მარაბდელი“

ავტორი მიხეილ ჯავახიშვილი
ქვეყანა საქართველოს სსრ
ენა ქართული
ჟანრი რომანი
გამოცემის თარიღი 1933
გვერდი 600
ISBN 978-9941-0-4951-4

რომანის შესახებ

რედაქტირება

იგი მწერლის სიცოცხლეშივე ცალკე წიგნად რამდენიმეჯერ გამოიცა. ნათარგმნია გერმანულად,რუსულ და სხვა ენებზე.მიხეილ ჯავახიშვილმა ისტორიული რომანი, ხალხურ ეპოსში ლეგენდად ქცეულ არსენას შესახებ, 1933-36 წლებში დაწერა. რომანი ასახავს ხალხის ბრძოლას ეროვნული და სოციალური თავისუფლებისთვის.იმ პერიოდის სისხლიანი რეპრესიების ფონზე რომანმა კიდევ უფრო დაამძიმა ხელისუფლების მწერლისადმი დამოკიდებულება. რომანში ნაჩვენებია ხალხის ბრძოლა ეროვნული და სოციალური თავისუფლებისთვის სწორედ XX საუკუნის პირველ ნახევარში.

რომანის სიუჟეტი

რედაქტირება

არსენა ოძელაშვილს იმ პერიოდში მოუხდა ცხოვრება, როცა რუსეთს კარგად ჰქონდა ფეხი მოკიდებული საქართველოში და ქართველი ხალხის ჩაგვრას მთელი ძალით ახორციელებდა. ქართველი ხალხი, კერძოდ კი, მარაბდელები ვერ აუდიოდნენ ბატონებისა და ხელისუფლებისაგან დაწესებული გადასახადების გადახდას. ამას თან ერთვოდა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ხელში ჩაგდების სურვილი და გამწარებული ქართველები მზად იყვნენ ბრძოლისათვის, მხოლოდ მეთაურის გამოჩენას ელოდებოდანენ. სწორედ ამ დროს გამოჩნდა არსენა ოძელაშვილიც. მისი თვისებები ზუსტად შეეფერებოდა იმ საპასუხისმგებლო მოვალეობას, რასთანაც ქართველი ხალხი აპირებდა შერკინებას.

არსენა ოძელაშვილი (მარაბდელი) იყო სოფელ მარაბდაში ვაჟკაცობითა და სიბრძნით ცნობილი ვაჟკაცის - ღვთისავარის ვაჟი. ოძელაშვილი ითვლებოდა ზაალ ბარათაშვილის ყმად.

დიდმა გაჭირვებამ და აუტანელმა ყოფამ აიძულა არსენა, რომ ტყეში გავარდნილიყო რამდენიმე ერთგულ ადამიანთან ერთად. თავად ზაალ ბარათაშვილთან უთანხმოეობის გამო ჭაბუკი ოძელაშვილი ტყეში გაიჭრა. იგი ვერ ურიგდებოდა გლეხობის ჩაგვრას, ყმებით ვაჭრობას, ყმების გაჩუქებას, მზითვად გატანებას და სხვა. ებრძოდა მარბიელ მთიელთა ურდოებს, კოლონიური პოლიტიკის გამტარებელ ჩინოვნიკებს, ჩარჩ-ვაჭრებს. ხელისუფლებამ მის დასაპატიმრებლად რაზმი გაგზავნა. შემდეგ ბოდბისხეველის ღალატით შეიპყრეს, მაგრამ მალე ტყვეობას თავი დააღწია. სულ მცირე ხანში მის გარშემოუამრავი ხალხი შეიკრიბა. არსენას რაზმში იყვნენ ქართველები, ოსები, თათრები და კიდევ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები. ისინი მართალია განსხავდებოდნენ ერთმანეთისაგან, მაგრამ მათი მიზანი ერთი იყო - მიეღწიათ ხალხის ბედნიერებისათვის.

არსენას რაზმის წევრები ერთგულების ფიცით შეიკვრნენ ტყეში. ჭკვიანი და შრომისმოყვარე მეთაური რაზმელებს უქმად არ აჩერებდა. მან იცოდა, რომ უსაქმურობა კაცს ვნებს. არსენა რაზმს წვრთნიდა და ამზადებდა მომავალი ბრძოლისათვის, ხოლო უქმე დროს ქვრივ-ობლებს ეხმარებოდა. არსენა მკაცრი, წესრიგის მოყვარე და დინჯი მეთაური იყო. იგი საქმეს სწრაფად, მაგრამ ერთპიროვნულად არ წყვეტდა.

ოძელაშვილი დიდი ფიზიკური ძალით გამოირჩეოდა. ხალხი ქება-დოდებით ამკობდა მის ვაჟკაცობას. „ამბობენ არსენას მარტო გიორგი მჭედელი დაეტოლებაო“, „რომ იტყვიან რკინას ღეჭავს, რკინასა“.

სწორედ ასეთი დიდი ფიზიკური ძალით შეძლო მან კუჭატნელის დამარცხება, ხალხური ტრადიციით, ოძელაშვილის მკვლელად სწორედ გიორგი კუჭატნელია მიჩნეული. ასევე დიდი ვაჟკაცობითა და გამბედაობით მოახერხა არსენამ მარაბდის დროშის გადარჩენა და მაიორის დანარცხება ჯირითში. მის მიერ გადარჩენილი დროშა შემდგომში კვლავ აღმართა ახალმა თაობამ რუსეთის თვითმპყრობელობის დამხობისათვის და ბედნიერი მერმისის მოსაპოვებლად. ოძელაშვილი ძალიან პოპულარული იყო საქართველოსა და მის მოსაზღვრე მხარეში. არსენა ტყუილუბრალოდ არავის აწყენინებდა და დაჩაგრავდა. მან იცოდა, რომ მტრისთვისაც არ უნდა დაერტყა მანამ, სანამ იგი ერთხელ მაინც არ მოიქნევდა მახვილს.

არსენას წარმოსადეგი გარეგნობა ჰქონდა. „ხშირ ხუჭუჭ თმაში მუქი ოქრო ულივლივებდა, სახეზე და მკერდზე მზის ბრწყინვალე მზის შუქი აწვა და იგი ოდნავ წინ წამოწეული კვინიხით დაჩრდილულ თვალებს, გრძელი წამწამებით მოვლებულს, დიდრონსა და შავ თვალებს კიდევ უფრო მეტად ამუქებდა, ნელი ცეცხლით აკამკამებდა და ეს ცეცხლი ისე მტკიცე, უდრეკელი და იდუმალი იყო, ვითარცა ორი ამოწვდილი მახვილი.“

მარაბდელი არ გამოირჩეოდა დიდი განათლებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას არ უჭირდა განათლებულ ხალხთან ურთიერთობა. მიუხედავად დიდი თავდადებისა არსენამ ვერ მოახერხა ქართველი ხალხი თავისუფლებისათვის ეზიარებინა, ამიტომ აღმოხდა სინანულით აღსავსე სიტყვები „მე ან ნაადრევად დავბადებულვარ, ან ძალიან დამიგვიანია“.[1]

  • ოძელაშვილის სახელი ხალხმა უკვდავყო. მისსავე სიცოცხლეში შეიქმნა ხალხური ეპოსი "არსენას ლექსი". სახალხო მგოსნები და მომღერლები მის სადიდებელ ლექსებსა და სიმღერებს საჯაროდ ასრულებდნენ. ქართულმა მწერლობამ და ხელოვნებამ უკვდავყო თავისუფლებისათვის მებრძოლი გმირი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება