ჯანყი გურიაში (ფილმი)

ალექსანდრე წუწუნავას ფილმი

ჯანყი გურიაშიალექსანდრე წუწუნავას უკანასკნელი ფილმი. ორსერიიანი ფილმი გადაღებულია ეგნატე ნინოშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით 1928 წელს.

„ჯანყი გურიაში“
ჟანრი ისტორიული
დამდგმელი რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა
სცენარის ავტორი ალექსანდრე წუწუნავა
ნაწარმოები ჯანყი გურიაში
ეგნატე ნინოშვილი
ოპერატორი მიხეილ კალატოზიშვილი
სტუდია სახკინმრეწვი
ქვეყანა სსრკ
ენა მუნჯი

გადაღება რედაქტირება

ეგნატე ნინოშვილის რომანი „ჯანყი გურიაში“ წუწუნავას ჯერ კიდევ სცენაზე ჰქონდა დადგმული და მას დიდი აღიარება მოჰყვა. ფილმის გადაღება ლიხაურში მიმდინარეობდა. წუწუნავამ უარი განაცხადა გურული ადათ-წესების, კოლორიტისა და ეგზოტიკის თვითმიზნურ ჩვენებაზე და აქცენტო მთავარ გმირთა სახეების მხატვრულ გამოხატვაზე გააკეთა. ფილმში მრავლადაა მასობრივი სცენები: ხალხმრავალი კრებები და საბრძოლო ბატალიები.

ფილმის წარმოებაში ჩაშვებას მხარს არ უჭერდა სახკინმრეწვის ხელმძღვანელი გერმანე გოგიტიძე. მას მიაჩნდა, რომ ფილმს დიდი დანახარჯები დასჭირდებოდა, წარმატებული კი არ გამოვიდოდა. ბიუჯეტის გადახარჯვის გამო გოგიტიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • მახარაძე ი., „დიადი მუნჯი“, თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2014, ISBN 978-9941-23-104-9.
  • გოგიტიძე გ., „ქართული კინოს წარსულიდან“, საგა, 2013, ISBN 978-9941-0-5910-0.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება